პარასკევი, 19.04.2024, 14:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » იანვარი » 24 » მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისიის
12:48
მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისიის

მულტიკულტურული დიალოგის

და ურთიერთობის კომისიის

 

მიმართვა

 
მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისია გაეცნო დოკუმენტს "იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში  გადაყვანის სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურას (სოპ). დოკუმენტი ერთობლივად შეიქმნა გამოსახლების პერიოდში დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

მულტიკულტურული დიალოგის და ურთიერთობის კომისია მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს:

·  განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მონიტორინგის ჩატარებას, რათა გამოსახლების პროცედურა შეესაბამებოდეს შეთანხმებულ დოკუმენტს და გამოსახლების პროცესის დროს არ დაირღვას ადამიანთა უფლებები;

·  იზრუნოს, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს თავშესაფრის გარეშე;

·  დაეხმაროს გამოსახლებულ დევნილებს შემდგომ ადაპტაციაში ახალ საცხოვრებელ ადგილებზე

·  დაეხმაროს გამოსახლებულ დევნილების ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შექმნაში

·  დაეხმაროს რეგიონებში დასაქმების პროექტების განვითარებას

·  იშუამდგომლოს სოფლად მცხოვრები დევნილებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების  გამოყოფაზე.

 

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1281 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0