მთავარი » 2012»ივლისი»11 » მაყურებელი ინტერესით შეხვდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს
01:50
მაყურებელი ინტერესით შეხვდა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს
- როცა წარმოდგენას უყურებ,ასე
გგონია, პრობლემა ადვილი გადასაჭრელია. მაგრამ როცა ერთ-ერთი მსახიობი შევცვალედა გადავწყვიტე სცენარი სხვა მიმართულებით წამეყვანა,
მივხვდი, რომ ასე ადვილად არაფერი გამომივიდოდა.
ეს აზრი ერთ-ერთ მონაწილეს გაუჩნდა
მას შემდეგ, როცა ფონდი „სოხუმის" ფორუმ- თეატრის წარმოდგენას დაესწრო. წარმოდგენა
ფოთში - ახალ რაიონში ჩატარდა. ორმოცამდე სხვადასხვა ასაკის ადამიანი დაესწრო. მაყურებელი
დისკუსიაში ადვილად ჩაერთო. აზრთა სხვადასხვაობა შეიმჩნეოდა. შედარებითასაკოვანი ქალები ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში სიმშვიდის
შენარჩუნება უფროსი თაობის დამსახურებაა, ხოლო ახალგაზრდების აზრით ოჯახური კონფლიქტების
არსებობას არასწორი კომუნიკაცია განაპირობებს.
მაყურებელთა უმრავლესობამ დადებითად
შეაფასა ფორუმ-თეატრის საქმიანობა და აღნიშნა, რომ ეს წარმოდგენები რაც შეიძლება მეტმა
ადამიანმა უნდა ნახოს, რადგან ცოცხალი სცენების ნახვის შემდეგ უფრო კარგად ჩანს პრობლემის
სიმწვავე და უფრო მეტი აქტიურობით ცდილობ იპოვო გამოსავალიკონფლიქტური სიტუაციებიდან.