„აუცილებელია სწორი პოლიტიკის გატარება, რათა ქალი
ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა დემოკრატიულ პროცესებში".
„მეტი ქალის მოსვლა პოლიტიკაში არის საწინდარი ქვეყნის
სტაბილურობის. მაგრამ არჩეული ქალი უნდა იყოს ავტორიტეტული და პროფესიონალი."
ეს
სიტყვები ქუთაისში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ითქვა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტში ქალთა მოსვლის
აუცილებლობა.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ქალაქში
არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს. გადაწყდა, ადვოკატირების ჯგუფმა ორი
პრობლემა აიღოს მოსაგვარებლად. პირველი შეეხება პროდუქტის ხარისხის შემოწმებას,
რადგან ხშირად მომხმარებელმა არ იცის რამდენად ხარისხიანია ბაზარზე გასაყიდად
გამოტანილი პროდუქტი.
მეორე პრობლემა საღამოს საათებში ქალაქში არსებულ
შიდა ტრანსპორტის დეფიციტს შეეხება.
ადვოკატირების ჯგუფი ორივე პრობლემის მოგვარებას
ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შეეცდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |