ამომრჩეველ ქალთა ლიგის საქმიანობა, სატელევიზიო სივრცის გამოყენება ქალთა
აქტივობის პროპაგანდისათვის და ამომრჩეველ ქალთა რვა კლუბის წარმომადგენელ ქალთა
რვა დასამახსოვრებელი პორტრეტი.
რვა ქალბატონი, რომელიც, ძირითადი სამსახურის პარალელურად, აქტიურადაა ჩართული
ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობაში და ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემების
მოგვარებას.
ყოველი მათგანი გამოცდილებას იძენს, თავადაც იცვლება და ამასთანავე აქტიური მონაწილეა
იმ ცვლილებებისა, რომელიც კლუბის სახელითა და ხელშეწყობით ხდება ქუთაისში,
წყალტუბოში, ხონში, ხობში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ბათუმში.
ნომრის თემაც სწორედ ესაა - ქალები, რომლებიც ხელს უწყობენ ცვლილებებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)