შეხვედრაზე უხარისხო სასმელი წყლის საკითხი დაისვა. ადვოკატირების
ჯგუფის
წევრმა შორენა ადამიამ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივი პრესის ჟურნალისტს მანანა შულაიას მიაწოდა. აღსანიშნავია,
რომ მანანა შულაია ამომრჩეველ ქალთა კლუბის
მოდერატორი და ამავდროულად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.
ადვოკატირების ჯგუფის წევრები მომავალში სადღეღამისო და საზაფხულო
ბაგა-ბაღების გახსნის საკითხს გაუწევენ ადვოკატირებას. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ
ამ გზით ქალბატონებს შეუმსუბუქდებათ შრომა.
შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გიმართა თემაზე: „საქართველო გენდერულ
რაკურსში". აღინიშნა რომ ქართულ პოლიტიკაში ქალთა სიმცირეა, რისი მიზეზიც არაერთია:
ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახი, მენტალიტეტი, ფინანსური მხარე და სხვა...
ხობის ქალთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ გენდერული ბალანსის
მისაღწევად აქტიური მუშაობაა საჭირო, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნდა აისახოს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)
|