ქსელური შეხვედრები
იმდენად საინტერესო აღმოჩნდა კლუბების მუშაობაში, რომ უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ოზურგეთის
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ბათუმის
ქალთა კლუბის წარმომადგენლებს - ეთერ დიასამიძეს, ჟუჟუნა დავითაძესა და მერი ცინცაძეს
უმასპინძლეს.
შეხვედრა განსხვავებულ
ფორმატში - კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა.
ბათუმელი ქალბატონები
დაინტერესდნენ თუ რა სოციალური პროგრამები და სიახლეებია ქალაქ ოზურგეთში...
ოზურგეთში მიმდინარე კულტურულ, სპორტულ და სხვა ღონისძიებებზე
ჟურნალისტმა ციცი კურპაძემ ისაუბრა. ქეთევან ქადიეშვილმა და ნინო ნიკოლაიშვილმა ადგილობრივი
მოსახლეობის პრობლემებზე (უმუშევრობა, მიგრაცია, უხარისხო წყალი...) და მათი გადაჭრის
გზებზე...
ბათუმელმა ქალბატონებმა ადვოკატირების ჯგუფის მიერ
ბოლო თვეების განმავლობაში გადაჭრილ პრობლემებზე ისაუბრეს, თამარის დასახლებაში როგორ მოგვარდა თავმოხდილი ჭების
საკითხი, შეკეთდა ლიფტები...
დასასრულს, მონაწილეებმა
მსგავსი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს:
-ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ, მსგავსი
შეხვედრების მეტი სიხშირით ჩატარება აუცილებლად მიმაჩნია.
- საინტერესოა
იმის მოსმენა, როგორ აგვარებენ სხვა რეგიონის ქალები ამა თუ იმ პრობლემებს.
ქსელური შეხვედრები
ისევ გაგრძელდება. ამჯერად სხვა კლუბების წევრები გაუზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED) |