გადაცემას ფონს
ინტერაქტივი უქმნიდა. (კითხვა - არის თუ არა ასახული
პოლიტიკური პარტიების პროგრამებში ქალთა საკითხები. კი - 46 %; არა - 54% ).
მონაწილეთა აქტიურობამ აჩვენა, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში თანდათანობით დგება
ქალთა მეტი პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი.
... რა დოკუმენტი
შეიმუშავა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა ლიგამ, როგორია მისი ძირითადი პრინციპები,
ხედვები და პრიორიტეტები გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად უახლოესი სამი წლისათვის; როგორ უნდა მოხდეს ამ პრინციპების რეალიზაცია - ფონდის
აქტივისტები, დასავლეთ საქართველოს ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები „რიონის" პირდაპირ
ეთერში ამ და სხვა საკითხების ირგვლივ საუბრობდნენ.
როგორც გადაცემის
მონაწილეები აღნიშნავდნენ, 2012, 2013,
2014 წლები საქართველოში არჩევნების წლებია.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორა აქვთ გაცნობიერებული ქალებს საკუთარი პასუხისმგებლობა
ამ პროცესებში, რამდენად ენდობა მათ საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები: „ჩვენ აუცილებლად
მიგვაჩნია სიების ფორმირებისას ერთი სქესის წარმომადგენელთა არანაკლებ 40% და არაუმეტეს
60%-ის დაცვა"; „ქვეყანაში პრიორიტეტი უნდა გახდეს ოჯახი და ოჯახის დაცვა. ლიგის ხედვაა,
რომ ქალები, რომელთა ოჯახები უმნიშვნელოდ ცდებიან სიღარიბის ზღვარს, უფასოდ მშობიარობდნენ"; „ორი მოუგვარებელი კონფლიქტის
პირობებში წარმატებული ოფიციალური მოლაპარაკებებისათვის ქალთა თანაბარი მონაწილეობის
პრინციპი უნდა იყოს დაცული".
ამომრჩეველ ქალთა
ლიგის აქტივისტების განცხადებით, ლიგისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ადგილობრივი პრობლემების
გამოვლენა და ამ კუთხით საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან დიალოგის გაფართოება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |