ახალგაზრდული ნომერი - ასე შეიძლება ეწოდოს ჟურნალ „ქალთა ხმას". ფონდი „სოხუმის" სამშვიდობო საქმიანობა ახალგაზრდული გახდა და ახალგაზრდული სული იგრძნობა ჟურნალის ფურცლებზეც - სტატიები ლიდერთა სკოლის წინა გამოშვების კურსდამთავრებულებზე, ცვლილებებზე მათ ცხოვრებაში, ახალი ნაკადის შესარჩევ ტრენინგებზე... ფოტოსურათებიდანაც ლამაზი, სიცოცხლით სავსე თვალები იმზირებიან...
ჟურნალის რამდენიმე გვერდი ეთმობა უფროსი თაობის გამოცდილებასაც, რაც მეტად მნიშვნელოვანია გოგონებისათვის.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოსნია და ჰერცეგოვინაში დაწერილი დღიური, რომლის ავტორია ფონდის „სოხუმის" თავმჯდომარე, გამოცდილი მშვიდობისმყოფელი ალლა გამახარია...
ჟურნალის პირველ ნომერს მკითხველი ინტერესით გაეცნობა. წლის ბოლომდე კიდევ ერთი ნომერი გამოვა...
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |