კვირა, 24.11.2024, 16:39
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ივლისში ჩატარდა 6 იურიდიული შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებში დევნილებთან და სამი ინდივიდუალური კონსულტაცია ფონდი „სოხუმის“ ოფისში.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების და მისი შეწყვეტის, ოჯახის დეკლარაციის შევსების წესის, ოჯახის საბოლოო სარეიტინგო ქულის გაანგარიშების შესახებ.

იყო სხვადასხვა სახის კითხვები: დევნილთა განსახლების კრიტერიუმები, პენსიის დავალიანების მოთხოვნის გზები და საშუალებები, დევნილ  ბავშვზე მშობლების საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში დევნილის სტატუსის და შემწეობის დანიშვნის  შესახებ, ბანკის მიერ დევნილის შემწეობის შეჩერების პრობლემა, სამხედრო მოვალეობის შესრულების პერიოდში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრების უფლებები.

მონაწილეები ინტერესს გამოხატავენ ამ შეხვედრების მიმართ, რადგანაც პოულობენ პასუხებს საჭირბოროტო საკითხებზე და ბევრ პრობლემასაც აგვარებენ იურისტის დახმარებით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 30.07.2014

შეხვედრების თემა: პირადი საზღვრები. რისთვისაა საჭირო, როგორ დავიცვათ. ისინი იმისთვისა, რომ კარგად შევიგრძნოთ: მე სად ვარ  და სად არ ვარ. სად არის ჩემი საკუთარი ემოციები, ქცევები, აზრები და სად - სხვისი... თუ ეს  ემოციები და აზრები ჩემია, მაშინ მე პასუხს ვაგებ მათზე და ვაკონტროლებ.

  • ფიზიკური სხეულის საზღვარი - კანი
  • მეორე  საზღვარი - სივრცითი
  • შემდეგი საზღვარი - პირადი სივრცე, ერთგვარი „კომფორტის ზონა“
  • საკუთრების უფლება
  • ემოციური საზღვრები
  • დროის საზღვარი

ეს თემა აქტუალური იყო ქალებთან შეხვედრებზე, სადაც მათ ბევრი მნიშვნელოვანი რჩევა მიიღეს.

ივლისში ქუთაისში ჩატარდა 8 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა  ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 79 ქალი - 23-დან 65 წლამდე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 28.07.2014

  

 

სენაკის, ქუთაისისა და სოფელ ხურჩის (ზუგდიდის რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის შეხვედრა-კონსულტაციები.

მუშაობა წარიმართა მენტალური კარტებით. მათი დახმარებით შესაძლებელია კრიზისული სიტუაციების დაძლევა, ცხოვრებისეული პრობლემების ახლებური დანახვა, გამოსავლის პოვნა. ქალები საუბრობენ თავიანთ ტრავმებზე და თავისუფლდებიან მათგან, პოულობენ  ძალთა მოკრების უნიკალურ გზას. არავინ ცდილობს შიშის დამალვას და სიტუაციის შელამაზებას.

ფსიქოლოგმა პირველად იმუშავა ზღვის კენჭებით. ასოციაციებზე საუბრისას ქალები ძალიან გაერთნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯანმრთელობის პრობლემებზე ალაპარაკდა: - ახლა მივხვდი, რომ ექიმის ნათქვამი უნდა შევასრულო - ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთო. ეს ოპტიმალური ვარიანტია. რამდენი წელია, ტკივილებს ვითმენ...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 27.07.2014

10, 15, 21 ივლისს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. 26 ბენეფიციარს შორის იყვნენ როგორც ასაკოვანი, ასევე ახალგაზრდა ქალბატონები. შეხვედრა წარიმართა  გენდერული დისკრიმინაციის  თემაზე.

განხილულ იქნა სხვადასხვა ტიპის გენდერული დისკრიმინაციის ფორმები, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული ოჯახებში, განსაკუთრებით - ქართულ ტრადიციულ კულტურაში. ტრადიციული სტერეოტიპებით გამყარებული დამოკიდებულებები ბუნებრივი სახითაა მიღებული ოჯახებში, განსაკუთრებით მამაკაცების მხრიდან. ცოტას თუ აღელვებს, რომ ბევრი მათგანი დამთრგუნველია ქალებისათვის.

საკითხის განხილვაში ქალები აქტიურად იყვენ ჩაბმულნი და საკუთარი მაგალითებით ცდილობდნენ დისკრიმინაციის ფორმების გაპროტესტებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 21.07.2014

ფონდ ,,სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო-იურიდიული შეხვედრა, რომლის თემა იყო საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კონსტიტუციური უფლებები და მოვალეობები.

მონაწილეთა ყურადღება გამახვილდა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები არა მარტო ამ კუთხით, არამედ შემდეგ საკითხებზე:  ქონების რეგისტრაცია, ქონების გადაფორმება და რეგისტრაცია.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაციები, რასაც გამოიყენებენ თავიანთი პრობლემების მოგვარებისას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 797 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

მონაწილეთა რაოდენობა: 31 ქალი 22-დან 58 წლამდე.

საუბრის თემა: პრობლემები რძალ-დედამთილის ურთიერთობაში.

საუბარი სოციალურ როლებზე, ქცევებზე, შიშსა და საჭიროებებზე. ყველა ჩაერთო დისკუსიაში, იხსენებდნენ ცალკეულ მომენტებს განვლილი ცხოვრებიდან, მოჰყავდათ მაგალითები. ახალგაზრდების აზრით, ცალკე ცხოვრება ჯობია, რომ არ იყოს ყოველდღიური პრობლემები ურთიერთობებში.  გოგონებმა მოისმინეს რჩევები, როგორ შეიძლება იცხოვრონ ერთად და ჰარმონიულად...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 08.07.2014

ივნისში ქუთაისში 8 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა ფსიქოლოგთან. შეხვედრებზე მონაწილეობდა 71 ქალბატონი 19-დან 58 წლამდე.

შეხვედრების თემა: „რატომ გვეშინია?“

შიშის გრძნობა ყველას აქვს. ზოგს სიკვდილის ეშინია, ზოგს - წარუმატებლობის, ზოგსაც - მარტოობის. შიშებს ჩვენ თვითონ ვქმნით.

ფსიქოლოგის რჩევა ასეთია: სიტუაციას სხვისი თვალით შეხედეთ, იქნებ არც არის ის ასე საშიში, თუ მთავარი პერსონაჟის ნაცვლად მაყურებლის როლში იქნებით. ფსიქოლოგიაში ასეთ მეთოდს „დისოციაცია“ ეწოდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)a

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0