კვირა, 24.11.2024, 18:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია შემაკავებელი და დამცავი ორდერებისა და პოლიციის უფლება-მოვალეობის შესახებ.

აღნიშნულ კორპუსში დევნილი მოსახლეობის გარდა ცხოვრობს 6 ადგილობრივი ოჯახი. მრავალჯერადი მცდელობის და კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვის მიუხედავად, მათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში არ აქვთ  გადაცემული. არის სხვა პრობლემებიც: მოუწესრიგებელი გზა, კანალიზაცია, წვიმების დროს წყლის ჩადინება სარდაფში.

გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 708 | დაამატა: admin | თარიღი: 05.10.2014

 თემაზე - მშვიდობა ოჯახში - საუბრისას ქალებმა პრობლემური ოჯახები გაიხსენეს - სოციალურად დაუცველები, ნაკლები შემოსავლის მქონე, არასრული (როცა ერთი ან ორივე მშობელი საზღვარგარეთაა წასული სამუშაოდ)...

როცა ვხედავთ ოჯახებს, სადაც მუდმივად სკანდალი და შფოთია, გვინდა ვთქვათ: - ეს იმის ბრალია, რომ ერთმანეთის ფსიქოლოგიური თავისებურებები არ იციან. ოჯახში ყველას თავისი მისია აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთს უნდა ავსებდნენ, ისე უხდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ბოქლომი გასაღებს.

მამაკაცისთვის ოჯახური კავშირი - არის თანამშრომლობა, თანადგომა, სირთულეების ერთად გამკლავება. ქალისთვის - ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები და ყურადღებაა.

უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარული ხეა, რომელიც დიდხანს და ნელა იზრდება ნაყოფიერ ნიადაგზე.

 

სექტებერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა და ერთი ინდივიდუალური კონსულტაცია.

შეხვედრებს ესწრებოდა 20-დან 63 წლამდე ასაკის 68 ქალი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 836 | დაამატა: admin | თარიღი: 30.09.2014

28 სექტემბერს ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

შეხვედრის მონაწილეებმა სექტემბერში მიიღეს ინფორმაცია „საჯარო ინფორმაციაზე და მის ხელმისაწვდომობაზე“, კერძოდ იმის შესახებ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, დაინტერესების შემთხვევაში, შეუძლია გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში დაცულ საჯარო ინფორმაციას და გამოთხოვოს, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას.

ფონდი „სოხუმის“ იურისტისგან გაიგეს, როგორ და რა ფორმით უნდა მიმართოს მოქალაქემ ამა თუ იმ დაწესებულებას ინფორმაციის გამოთხოვისათვის; რა ვადებში უნდა გასცეს საჯარო დაწესებულებამ საჯარო ინფორმაცია, უარის შემთხვევაში უარის მიზეზი უნდა იქნეს განმარტებული. საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საფასურის დაწესების დაუშვებლობა და გამონაკლისი შემთხვევები. ასევე გაიცა კონსულტაციები სხვადასხვა თემაზე: საბანკო ურთიერთობები, გირავნობის ხელშეკრულება, განსახლების კრიტერიუმები, საოჯახო ურთიერთობები და ა.შ.

 

პროექტი  ხორციელდება  ორგანიზაცია  

Brot für die Welt – Evangelischer  Entwicklunsdienst

მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 28.09.2014

4 სექტემბერს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა საინფორმაციო-იურიდიული შეხვედრა, რომელსაც  სხვადასხვა ასაკის ქალბატონები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის თემა, მონაწილეთა თხოვნით, იყო ქონებრივი (ქალისა და მამაკაცის) უფლებები.

გარდა აღნიშნულისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:  ჩუქების ხელშეკრულება და მისი თანმდევი პროცესები, რეგისტრაცია, სასამართლო ურთიერთობები, ალიმენტი...

მონაწილეთა თქმით, ასეთი შეხვედრებისას მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ  საჭირო ინფორმაციები, რასაც შემდგომ, საკუთარი პრობლემების მოგვარებისას გამოიყენებენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 806 | დაამატა: admin | თარიღი: 04.09.2014

აგვისტოში ჩატარდა 6 შეხვედრა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებთან - ესწრებოდა  51 მოქალაქე.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებსა და ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დეკლარაციას. იურისტმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების წარმოშობას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიბლია, ყურანი, ჰამურაბის კანონები - აი უძველესი წყაროები, რომლებშიც პირველად აისახა ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობის საკითხები.

მონაწილეებმა გაიგეს იმ ორგანიზაციების ჩამონათვალი, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს: საერთაშორისო ამნისტია, ჰელსინკის საზოგადოება, კულტურულ ფასეულობათა გადარჩენის საზოგადოება,  იურისტთა საერთაშორისო კომისიები და სხვა. ადამიანის უფლებები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს კლასიფიცირებული: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 29.08.2014

მამაკაცებს რომ მოეწონოთ - არის საამისო წესები, რომელთა გამოყენებაც ყველა ქალს შეუძლია:

  1. გაიგეთ მისი საჭიროებები.
  2. პატივი ეცით მის ღირებულებებს.
  3. უთხარით კომპლიმენტები.
  4. ჩაიცვით მისი გემოვნების შესამაბისად.
  5. აგრძნობინეთ მხარდაჭერა.
  6. არ გადატვირთოთ ემოციებით.
  7. სწორად შეარჩიეთ სიტყვები.
  8. იყავით გულწრფელები.
  9. იყავით რეალიზებულები.
  10. ყველაფერში დაიცავით ზომიერება.

და ყველაზე მთავარი, ენდეთ! ამის გარეშე პრობლემები გექნებათ ურთიერთობაში.

 

ეს წესები მოეწონათ ქალებს, რომლებიც მოვიდნენ შეხვედრებზენბფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. ამას გარდა, საუბარი შეეხო ქალებისთვის საინტერესო თემებს.

აგვისტოში ქუთაისში ჩატარდა 6 ჯგუფური და ერთი ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 884 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2014

ხონში ჩატარდა იურისტის საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაციები ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონისა დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის შესახებ.

იყო კითხვები სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმის თაობაზედა სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

 

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 710 | დაამატა: admin | თარიღი: 25.08.2014

« 1 2 3 4 5 6 7 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0