კურორტ მენჯში სანატორიუმ „კოლხიდაში“ მცხოვრებმა დევნილებმა გასულ თვეს გამოთქვეს სურვილი, მომდევნო შეხვედრაზე მიეღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია დევნილთა და განსახლების მინისტრის 320-ე ბრძანების შესახებ, სადაც გაწერილია ის კრიტერიუმები, რითაც ხდება დევნილთა დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართით.
ამის თაობაზე დეკემბრის შეხვედრაზე მათ მიიღეს ზეპირი ინფორმაციაც და საინფორმაციო ფურცლებიც, თუ როგორ ხდება დევნილი ოჯახისათვის ქულის მინიჭება.
იურისტის დახმარებით დევნილებმა დაწერეს განცხადება მინისტრ სოზარ სუბარის სახელზე. ისინი ითხოვენ შენობისათვის ექსპერტიზის ჩატარებას, რადგან მიაჩნიათ, რომ შენობა არის საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული.
ამას გარდა მათ მიიღეს პასუხები კითხვებზე სხვა იურიდიული საკითხების გარშემო.
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა ქუთაისში, ყოფილ კულინარიულ სასწავლებელში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა იურიდიულ საკითხზე.
დევნილთა ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა შენობის რეაბილიტირება და დაკანონება. მათ გაგზავნილი ჰქონდათ განცხადება დევნილთა და განსახლების სამინისტროში, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. იურისტის დახმარებით გაირკვა, რომ განცხადების შედეგად შენობა შესულია განსახილველ ობიექტთა სიაში. სამინისტროში ასევე გაიგზავნა ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება.
2, 4 და 5 დეკემბერს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა კონსულტაცია წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.
შეხვედრებისა და დისკუსიის თემა იყო ქალთა მიმართ ძალადობა, ფსიქო-სოციალური ასპექტები და პრევენცია.
წყალტუბოში შეხვედრა ჩატარდა მუსიკალურ სკოლაში, ხონსა და ფოთში კი - ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მასში მონაწილეობდნენ პედაგოგები, მოსწავლეები, აქტივისტი ქალები - სულ 38 ადამიანი. შეხვედრები საინტერესოდ და შედეგიანად წარიმართა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
ნოემბერში გაიმართა 8 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 59 ქალბატონი 19-დან 64 წლამდე.
შეხვედრების თემა - რატომ ვართ ასეთი ბრაზიანები, საიდან მოდის აგრესია ოჯახსა და საზოგადოებაში.
აგრესია ინდიკატორია იმისა, რომ საზოგადოებაში ყველაფერი არ არის რიგზე, ეს ყოველთვის არის პასუხი ფსიქოლოგიურ დისკომფორტზე.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ გავუმკლავდეთ საკუთარ აგრესიას?
პასუხი ერთია - თვითრეგულაცია. ეფექტურია აგრეთვე საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა სიტუაციის მიმართ, ენერგიის გადატანა უფრო კონსტრუქციულზე. იფიქრეთ, რომ აგრესია არაფერს მოგცემთ, პირიქით, განწყობას გაგიფუჭებთ. ამის ნაცვლად თქვენ უნდა ეცადოთ, დაძლიოთ წინააღმდეგობა და გადაჭრათ პრობლემა - მაშინ თქვენი სიბრაზეც გაქრება.
4, 10, და 20 ნოემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოში, ხონსა და ფოთში. დამსწრეთა რაოდენობა შეადგენდა 29-ს.
ხონში შეხვედრა შედგა ფონდის ადგილობრივი იურისტის სოფიო გრძელიშვილის საადვოკატო ოფისში, სადაც გარდა ბენეფიციარებისა, იმყოფებოდნენ ადვოკატები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თემა ეხებოდა ძალადობასა და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
ფოთსა და წყალტუბოში, გარდა ოჯახში ძალადობის საკითხების განხილვისა, საუბარი გაიმართა გეგმიურ თემახე: „ბრაზი და მისი მართვის ტექნიკა“.
19 და 20 ნოემბერს, ქუთაისის და გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მხარდაჭერით ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა 2-2 საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე. მსჯავრდებულები ინტერაქტიულობით გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მენტალობით განპირობებული როლები და სტერეოტიპები.
სენაკის მუნიციპალიტეტის კურორტ მენჯში, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდაში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზების პოვნა. დევნილებს განსაკუთრებით ანტისანიტარიის პრობლემა აწუხებთ. მთავარ პრობლემად კი განსახლება დაასახელეს. არ იციან, რა ელოდებათ, როდის დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით... გადაწყდა, დეტალურად შეისწავლონ საკითხი და დაწერონ განცხადება შესაბამისი სამინისტროს სახელზე, რათა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია.
ამას გარდა, შეხვედრაზე საუბარი იყო კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ და იმ მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო იცავს ძალადობის მსხვერპლს.
6 ნოემბერს ფონდ ,,სოხუმში“ ჩატარდა საინფორმაციო იურიდიული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 14 ქალბატონი.
შეხვედრის თემა იყო ოჯახში ძალადობა, რომელიც დღეს საკმაოდ აქტუალური საკითხია საზოგადოებაში.
ქალბატონებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებზე და სირთულეებზე. მათი აზრით, ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეცნობიან საინტერესო ინფორმაციებს და იყენებენ პრაქტიკაში საკუთარი პრობლემების მოგვარებისას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer