ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ქუთაისში, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრის თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია შემაკავებელი და დამცავი ორდერებისა და პოლიციის უფლება-მოვალეობის შესახებ.

აღნიშნულ კორპუსში დევნილი მოსახლეობის გარდა ცხოვრობს 6 ადგილობრივი ოჯახი. მრავალჯერადი მცდელობის და კომპეტენტური ორგანოებისადმი მიმართვის მიუხედავად, მათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში არ აქვთ  გადაცემული. არის სხვა პრობლემებიც: მოუწესრიგებელი გზა, კანალიზაცია, წვიმების დროს წყლის ჩადინება სარდაფში.

გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 05.11.2014

ოქტომბერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 62 ქალი 20–დან 63 წლამდე.

საუბრის თემა: რა არის ყველაზე მთავარი ოჯახური სითბოს მისაღწევად და და ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად?

„მშვიდობა ძალით არ მიიღწევა, ის მხოლოდ ურთიერთგაგებით მოდის.“ - ა. აინშტაინი.

ქალისა და მამაკაცის ბუნება სხვადასხვაგვარია და ეს განსხვავებულობა კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს, ერთ წყვილად აქცევს.

რიმა, 56 წლის: სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. ამის გარეშე არაფერი გამოვა.

ილონა, 51 წლის: ქმარი არ არის ცოლის საკუთრება და არც ქალია ქმრის საკუთრება. სირბილე, მოქნილობა, მოთმინება, ნდობა, სიკეთე – ყველაფერი ეს ერთად ქნის ოჯახში თბილი ურთიერთობების ჰარმონიას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 778 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგთან შეხვედრებს 35 ქალი ესწრებოდა.

შეხვედრის თემა - ოჯახური ურთიერთგაგების საიდუმლოებები.

-ურთიერთგაგება - ეს ის მომენტია, როცა ჯერ კიდევ არ გიჩხუბიათ და უკვე შერიგდით, - ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მესიჯი.

ქალებმა აღნიშნეს: „ასეთი სასარგებლო, ცოცხალი შეხვედრები ზრდის ჩვენს ცოდნას, გვეხმარება, რომ შევიცვალოთ, დავბრძენდეთ, გავუგოთ ჩვენს კაცებს და ჩვენს თავსაც“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 678 | დაამატა: admin | თარიღი: 21.10.2014

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა დაიწყო მუშაობა ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს ამორტიზირებული გზის საფარი, რომელიც კარგა ხნის წინ საჭიროებდა რეაგირებას. იურისტის დახმარებით მომზადდა მოქალაქეების განცხადება ოზურგეთის მერის სახელზე, რომელიც უკვე  შეიტანეს ქალაქის  მერიაში. 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 20.10.2014

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს იურისტმა დაიწყო მუშაობა ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებთა პრობლემის გადასაჭრელად. კერძოდ, პრობლემას წარმოადგენს ამორტიზირებული გზის საფარი, რომელიც კარგა ხნის წინ საჭიროებდა რეაგირებას. იურისტის დახმარებით მომზადდა მოქალაქეების განცხადება ოზურგეთის მერის სახელზე, რომელიც უკვე  შეიტანეს ქალაქის  მერიაში. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 650 | დაამატა: admin | თარიღი: 20.10.2014

3, 7, და 13 ოქტომბერს  ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

ფოთსა და წყალტუბოში 22 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას. ხონში 2 პირს ჩაუტარდა მორიგი ინდივიდუალური კონსულტაცია - სეანსის გაგრძელება.

ჯგუფური შეხვედრის თემები იყო: ემოციური ცნება „ბრაზი“ და მისი მართვა, ძალადობის პროფილაქტიკა მავნე ემოციების კონტროლის მიზნით.

თემა გაყოფილია ორ ნაწილად. 1-ლი ნაწილი მოიცავს ჯგუფის წევრების ფსიქოლოგიურ ტესტირებას აგრესიისა და ემოციური მახასიათებლების შესახებ. მეორე ნაწილი კი - თეორიული მასალის გაცნობას.

შეხვედრების მიზანი: ოჯახურ თუ საზოგადოებრივ გარემოში ემოციების კონტროლი.  სწორი, ასერტული ქცევით ოჯახში ძალადობის პრევენცია და საკუთარი უფლებების დაცვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 762 | დაამატა: admin | თარიღი: 14.10.2014

9 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკში, სამხედრო ქალაქის ყოფილ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებს და გააცნო დევნილთა შესახებ კანონით მინიჭებული უფლებები, ესაუბრა დევნილთა ანკეტირების მნიშვნელობაზე.

იურისტი დაინტერესდა პრობლემური საკითხებით. გამოიკვეთა, რომ იქ მცხოვრებთა საერთო პრობლემას წარმოადგენს სარდაფი, კანალიზაცია, ანტისანიტარია. ამის მოგვარება მათ ძალებს აღემატება. ისინი ასევე ითხოვენ ტერიტორიის დასუფთავებას და ბავშვთა გასართობი მოედნის მოწყობას, რათა სამხედრო ქალაქში მცხოვრებ პატარებსაც ჰქონდეთ ის „ელემენტარული ფუფუნება“, რასაც საბავშვო საქანელები ჰქვია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 654 | დაამატა: admin | თარიღი: 09.10.2014

« 1 2 3 4 5 6 ... 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0