ოთხშაბათი, 27.11.2024, 20:07
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კონსულტაციები

„საზოგადოებრივი მისაღები"  აქტიურად აგრძელებს იურიდიული კონსულტაციების გაცემას იგპ ქალებისათვის. შეხვედრებზე განსაკუთრებით აქტუალური იყო განსახლების პრობლემა, განქორწინების იურიდიული პროცედურები, გაშვილების საკითხები.

კონსულტაცია მიეცა იგპ ქალბატონს, რომელსაც აინტერესებდა განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფასთან და არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებასთან დაკავშირებული საკითხები.

კონსულტაციების გაცემა მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება გერმანიის ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1045 | დაამატა: admin | თარიღი: 31.03.2011

ფსიქოლოგმა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც 63-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა 19-დან 60 წლამდე.

ქალების უმრავლესობამ აქცენტი გააკეთა მამებისა და შვილების დამოკიდებულებაზე.

მამებისაგან შვილები მემკვიდრეობით იღებენ შეგონებას,  რომ ისინი ნიჭიერები არიან. ეს ზემოქმედებას ახდენს მათ თვიდაჯერებულობაზე, ჰმატებს მათ  სითამამეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოუვათ. სწორედ მამისგან უნდა ესმოდეს შვილს, - ვამაყობ  იმით, რომ შენ ასეთი ძლიერი და ნიჭიერი ხარ.

 კრიტიკული, გულგრილი მამა არ ცნობს შვილის უნარსა და ნიჭიერებას. ასეთი ბავშვი მთელი ცხოვრება დაიტანჯება არასრულფასოვნების შეგრძნებით.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1139 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2011


„ორი შვილის დედა ვარ. ჩვენს ოჯახში ყველაფერი ნორმალურად იყო მანამ, სანამ მუშაობას დავიწყებდი. მეუღლემ უკვე მომაბეზრა თავი ზედმეტი ყურადღებით. დავიღალე, მსგავსი საქციელი ძალიან მაღიზიანებს, არ ვიცი რა ვქნა, სამუშაოს დაკარგვაც არ მინდა."

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგს ხშირად მიმართავენ მსგავსი „საჩივრებით". ასეთ შემთხვევაში შემდეგ რჩევას იღებენ: „იფიქრეთ, რატომ შეიცვალა ქმარი სამუშაოზე თქვენი გასვლის შემდეგ? - დარწმუნებული ვარ, ყურადღება შეასუსტეთ მის მიმართ. ახალი სამუშაო ახალ პრობლემებს წარმოშობს, სახლში კიდევ მისი ზედმეტი ყურადღება და... ამ ყველაფერმა ძალიან დაგაფრთხოთ. ნუ ცდილობთ სიტუაციის დრამატიზირებას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. დაუთმეთ მას მეტი ყურადღება, თქვენს ოჯახში ისევ დაისადგურებს სიმშვიდე."    

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 980 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011


„საზოგადოებრივმა მისაღებმა" თებერვლის თვეშიც აქტიური მუშაობა გააგრძელა. ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში ექვსი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო იგპ-თა სტრატეგიიდან გამომდინარე ბინების დაკანონებისა და საკუთრებაში გადაცემის საკითხებს.

კონსულტაციები გაცემულ იქნა სესხის აღების, განქორწინების, ქონების გაყოფისა და მემკვიდრეობის მიღების საკითხებზე.

საუბარი იყო ასევე ოჯახური ძალადობის ფაქტებზე, ქალებმა მიიღეს ინფორმაციები დამცავ და შემაკავებელ ორდერზე და მისი გაცემის წესებზე. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1073 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.02.2011

ფონდი „სოხუმი" მუშაობს ახალ პროექტზე „საზოგადოებრივი მისაღები". რომლის მთავარი მიზანია იურიდიული კონსულტაციების გაწევა ქუთაისში, წყალტუბოსა და ხონში მცხოვრები დევნილი ქალებისათვის.

თვეში ორჯერ, დევნილ ქალებს  საშუალება აქვთ მიაკითხონ „საზოგადოებრივ მისაღებს"  და მიიღონ იურიდიული კონსულტაციები.

პირველი შეხვედრები უკვე ჩატარდა. იგპ ქალებმა სხვადასხვა აქტუალური საკითხები დასვეს იურისტებთან. ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები, რა შემთხვევაში იხდიან ალიმენტს, როგორ ხდება ინდ.მეწარმედ რეგისტრაცია და სხვა.

 „საზოგადოებრივი მისაღები" მომდევნო თვეებშიც მზად არის კონულტაციების გასაცემად.
 

 პროექტი ხორციელდება გერმანული ორგანიზაცია Filia die frauenstiftung-ის მიერ

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1170 | დაამატა: moderatori | თარიღი: 27.01.2011

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა  ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დევნილ ქალებთან შეხვედრა ჩაატარა, საუბარი იყო ოჯახზე, ცოლ-ქმრის დამოკიდებულებაზე, საიდან იწყება ოჯახური კონფლიქტები და რა უწყობს ხელს ძალადობას ოჯახში. მონაწილეებმა ფსიქოლოგისგან არაერთი საჭირო რჩევა მიიღეს. 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1129 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საფუძვლები, საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ. სამკვიდროს აღდგენა კომლში, ანდერძის შედგენის ფორმა, შეღავათები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის. მეუღლეთა უფლებები განქორწინებისას და სასამართლო გადაწყვეტილებისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი, მშობლის უფლებების შეჩერების საფუძველი, - ეს ის საკითხებია რომლის შესახებაც ფონდი „სოხუმის" იურისტებმა კონსულტაციები მიაწოდეს დევნილ ქალებს ქუთაისსა ( დეკემბერი) და ხონში(9 დეკემბერი).

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1033 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.12.2010

« 1 2 ... 12 13 14 15 16 17 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0