მთავარი » 2012»დეკემბერი»11 » კლუბი მზად არის აქტიურად იმუშაოს პრობლემების ადვოკატირებისათვის
18:19
კლუბი მზად არის აქტიურად იმუშაოს პრობლემების ადვოკატირებისათვის
სენაკში ჩატარებულ ამომრჩეველ
ქალთა კლუბზე შეკრებილებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს, როგორ იმუშაონ
მომავალში, როგორ დაგეგმონ კლუბის მუშაობა.
აღინიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას
დღემდე უამრავი პრობლემა აქვს, რომელთა მოგვარება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.
კლუბის ასისტენტმა მონაწილეებს გააცნო სხვა კლუბების გამოცდილება - სად, როგორ და
რა სახის პრობლემების ადვოკატირება მოხერხდა.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ
ეტაპზე ადგილობრივ თვითმმართველობაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს.
რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
განაახლებენ. მათი აზრით, პრობლემების ადვოკატირებისათვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი
იქნება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)