ხონში
16 იანვარს იურისტის საინფორმაციო შეხვედრას 12 ქალბატონი
ესწრებოდა. საუბარი შეეხო სასამართლო სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ
სასამართლოს.
სენაკის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრი გამოირჩევა იურისტთან მომართვიანობის კუთხით. 16 იანვარს საინფორმაციო
შეხვედრაზე 13 ქალბატონმა იურისტთან ერთად ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებზე ისაუბრა.
ფოთის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრში 23 იანვარს ჩატარებულ შეხვედრას
14 ქალბატონი და გოგონა დაესწრო. მთავარ თემად შეარჩიეს ქორწინების რეგისტრაცია და
ქორწინების ხელშეკრულება, როგორც საკუთრების დაცვის კარგი მეთოდი. გაგრის ქუჩის #10
ბინის მცხოვრებთა უმრავლესობის თხოვნით დაიწერა და გაიგზავნა განცხადება ფოთის დევნილთა
განყოფილების სახელზე, რათა შეკეთდეს საცხოვრებელი სახლი.
წყალტუბოში
22
იანვარს კონსულტაცია გაიმართა სოციალურ კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ ომში დაღუპულ - მარჩენალდაკარგულ ოჯახს, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის
შემთხვევაში, გადაეცემა 500 ლარი.
ხურჩის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტს განსაკუთრებული მუშაობა
უწევს, რადგან ის, საჭიროების შემთხვევაში,
კონსულტაციებს ატარებს ხურჩასა და ნაბაკევში. 24 იანვარს მან მიიღო ნაბაკევის მცხოვრებნი,
რომელთაც პასპორტებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა აქვთ.
შეხვედრებზე
ქალბატონებს აქვთ საშუალება, გაიგონ თავიანთი უფლებების შესახებ, მიიღონ შესაბამისი
კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე, სწორად შეარჩიონ ადრესატი და მოაგვარონ პრობლემები
ფონდი „სოხუმის" იურისტების დახმარებით.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die
Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |