ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მარტი » 29 » იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
18:06
იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

მარტში ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დევნილი მოსახლეობისათვის იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები (კონსულტაციები) ჩატარდა. შეხვედრების მიზანი იყო დევნილებისათვის აქტუალურ საკითხებზე ( ადამიანის უფლებები; ძალადობა და მისგან დაცვის მექანიზმები; განსახლების პრობლემა -   საცხოვრებლის უფლება, დაუსაბუთებელი გამოსახლებიდან დაცვის უფლება და გარანტიები;  უძრავი ქონების რეგისტრაცია და მისი აუცილებლობა; ალიმენტი და მისი ოდენობის განსაზღვრა; ) კონსულტაციების გაწევა.

განსაკუთრებული ყურადღება დევნილების მიერ საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ უფლებებზე გამახვილდა.

„ დევნილი მოსახლეობა წლების განმავლობაში ერთ ადგილზე ცხოვრებას შეეჩვია და საცხოვრებლის კიდევ ერთხელ შეცვლა ძალიან მტკივნეული პროცესია.

 ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ჩვენი უფლებების შესახებ განსახლების პროცესთან დაკავშირებით, რაშიც ფონდი „სოხუმის" იურისტი გვეხმარება",-ითქვა შეხვედრებზე.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 905 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0