|
ფონდ „სოხუმს" სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ახალგაზრდები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბოლნისიდან (საქართველო). ერთ-ერთი ღონისძიება ქუთაისის სააქტო დარბაზში გაიმართა. მოეწყო ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმების ჩვენება, რომელიც ძალადობის, ინტეგრაციის, განათლების პრობლემებს ეხებოდა. დისკუსია საინტერესოდ წარიმართა, რადგან ეს პრობლემები სამი ქვეყნის (აზებაიჯანის, სომხეთის, საქართველოს) მაგალითზე განიხილეს. |