ახალი წლიდან სენაკის ახალგაზრდულმა ცენტრმა
მუშაობა დებატებით განაახლა. ახალგაზრდებმა აქტუალურად მიიჩნიეს და სადისკუსიოდ აირჩიეს შემდეგი საკითხი - რელიგიური უმცირესობები და საზოგადოება.
დისკუსიისას გამოიკვეთა, რომ აღნიშნული პრობლემა
ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს, დასახელდა კონკრეტული მაგალითები, როცა სხვადასხვა სექტების მიმდევრები ყოფილან საზოგადოების
თავდასხმის ობიექტები, რაც ხშირად კონფლიქტით დასრულებულა.
ახალგაზრდების საერთო მოსაზრებით, რელიგიური უმცირესობების
უფლებები არ უნდა დაირღვეს და აუცილებელია საზოგადოება მათ მიმართ უფრო ტოლერანტული იყოს.
მონაწილეთა აზრით, საგანმანათლებლო საუბრები
ამ თემაზე უფრო ხშირად უნდა იმართებოდეს, განსაკუთრებით მოზარდებთან, რაც მნიშვნელოვნად
შეამცირებს ნეგატიურ შედეგებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |