მთავარი »
2014 » აგვისტო » 24 » ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
00:53 ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა |
|
25 აგვისტოს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა: სხდომაზე საკრებულოს 3 ახალი წევრი მონაწილეობდა. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს, როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს საბჭოში.
სხდომაზე საინიციატივო ჯგუფებმა თვითმმართველობისთვის წარსადგენპროექტებზე ისაუბრეს. განისაზღვრა საკითხები, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება საბჭოს წევრების მიერ. მოსმენილი იქნა ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობის შესახებ.
სხდომის ფორმატში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ქალაქის აღმასრულებელი შტოც იქნება წარმოდგენილი მერის ორი მრჩევლის სახით. გამოითქვა რწმენა, რომ მრჩევლები საბჭოს საქმიანობაში ახალ შტრიხებს შეიტანენ.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 654 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |