ხუთშაბათი, 25.04.2024, 06:32
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » აპრილი » 12 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში
10:41
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში

აპრილში, ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობა  განსხვავებული ფორმატით წარიმართა. კლუბის შემადგენლობა ადგილობრივ საკრებულოს ეწვია. სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირინა საჯაია და საკრებულოს წარმომადგენელი ნანა თავდუმაძე რამდენიმე წელია ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობენ და თავადაც კლუბის წევრები არიან.
 ირინა საჯაიამ იმ სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ოზურგეთის საკრებულოში არსებობს: მისი ინფორმაციით, ბიუჯეტიდან გამომდინარე, არსებობს დახმარებები მრავალშვილიანი დედებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, გამოყოფილია  თანხები უფასო სასადილოებისათვის.
 კლუბის წევრები თვლიან, რომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან აუცილებელია, იცნობდნენ იმ პროგრამებს, რომელიც ადგილობრივ დონეზე ქალთა მხარდასაჭერად არსებობს.
 შეხვედრის მეორე ნაწილი საინტერესო თემით გაგრძელდა: კლუბის წევრებმა - ქეთევან ქადიეშვილმა, ნინო ნიკოლეიშვილმა და მარინა კიპაროიძემ ოზურგეთში ცნობილ ქალებზე მომზადებული ისტორიები წარმოადგინეს.
 როგორც გაირკვა, ქეთევან ქადიეშვილი  ოზურგეთში ცნობილი პირველი მსახიობი ქალის ატატო ბებურიშვილის შთამომავალია. მან სიამოვნებით ისაუბრა დიდი ბებიის განსაკუთრებულ ლიდერულ თვისებებზე.
 ნინო ნიკოლეიშვილმა თანამედროვე მსახიობ იზო მამულაშვილზე გააკეთა არჩევანი, და მის  ლიდერლ, იუმორისტულ ნიჭზე და სხვა თვისებებზე გაამახვილა ყურადღება.21-საუკუნის ქართველი მანდილოსანი - ასე უწოდა მარინა კიპაროიძე თავის გმირს და კლუბის წევრებს ჟურნალისტი ნინო ნიკოლეიშვილი წარუდგინა.
 - ოზურგეთს არასოდეს აკლდა ცნობილი, აქტიური ქალები, მსგავსი ქალების დეფიციტი არც თანამედროვე ეპოქაში არსებობს. მათი სახელები უფრო მეტად უნდა იყოს პოპულარიზებული, - აღინიშნა შეხვედრაზე. 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

 


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1165 | დაამატა: moderatori | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0