პარასკევი, 19.04.2024, 04:25
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში
23:24
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში

 ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ფონდ „სოხუმში" შეიკრიბნენ. შეხვედრის დასაწყისში, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ტრენინგზე - „ადვოკატირება და ეფექტური კომუნიკაცია", რომელსაც კლუბის ოთხი წევრი ესწრებოდა.

შეხვედრა პრობლემებზე საუბრით გაგრძელდა. ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველაზე  აქტუალური შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივ დონეზე შესაძლებელია.

მაგალითად, ნიკეას ქუჩაზე ბოძები დგას და განათება არ არის. სკოლის წინ არ დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი, რის გამოც მაღალია ავარიული შემთხვევების რისკი. ადვოკატირების ჯგუფი ამ პრობლემის მოგვარებაზე უკვე იწყებს მუშაობას.

მონაწილეებმა იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთა მოგვარება მხოლოდ ზედა დონეზეა შესაძლებელი. მაგალითად,  უმუშევარი ქალებისათვის დეკრეტული შვებულება. სპეციალური პროგრამები C ჰეპატიტით  დაავადებულთათვის. გადაწყდა, მსგავსი პრობლემების ლობირებისათვის აქტიურად იმუშაონ.

ამავე შეხვედრაზე დაიგეგმა, კლუბის შეხვედრაზე მოიწვიონ პარლამენტარი ქალები და კლუბის მუშაობა გააცნონ. 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 908 | დაამატა: moderatori | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0