ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ხონში გამართულ შეხვედრაზე -ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დევნილებისთვის სახელმწიფოს მიერ გარემონტებული ბინების საკუთრებაში გადაცემის საკითხი დასვეს. აღნიშნეს, რომ დევნილებს არ მიუღიათ საკუთრების დამადასტურებელი არანაირი ოფიციალური დოკუმენტი.
კონკრეტულ პრობლემებზეც ისაუბრეს. დღემდე მოუგვარებელია მარტოხელა მერი ჯიშკარიანის საკითხი - რომელსაც ტექნიკური ხარვეზის გამო დეკემბრის შემდეგ არ მიეწოდება ელექტროენერგია. მან არაერთხელ მიმართა ლტოლვილთა სამმართველოს,ელ-ქსელების კომპანიას, მაგრამ მდგომარეობა კვლავ უცვლელია.
პრობლემის მოგვარებაზე კლუბის წევრებიც იზრუნებენ ფონდი „სოხუმის" იურისტებთან ერთად.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)