„ქალი პოლიტიკაში - რთული არჩევანი"- ფონდი „სოხუმის" მიერ გადაღებული ფილმის განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ფილმის ჩვენების შემდეგ მონაწილეებმა მსგავსი ფილმებისმნიშვნელობაზე ისაუბრეს.
-ქალისთვის პოლიტიკაში მოსვლა მართლაც რომ რთული არჩევანია. ფილმი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ საუბარია წარმატებულ ქალებზე, რომლებსაც ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ მოვიდნენ პოლიტიკაში, მაგრამ უჭირთ არჩევანის გაკეთება, რაც კიდევ ერთხელ მინიშნებს იმაზე, რომ ქალებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ.
-ფილმი ბევრ ქალს მისცემს სტიმულს უფრო თამამად გააკეთოს არჩევანი და მოვიდეს პოლიტიკაში.
ფილმის გარჩევის შემდეგ არასამთავრობო ორგნიზაცია „სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე თეონა გოგიშვილმა, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია, უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)