შეხვედრის მონაწილეთათვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე: ეფექტური ადვოკატირება.
კლუბის წევრები კიდევ ერთხელ გაეცნენ ადვოკატირების გზებსა და მეთოდებს.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც დაისვა - აფხაზეთიდან დევნილთა ახლადგარემონტებული შენობების საწვიმარები დაზიანებულია, რაც კედლების დანესტიანებას იწვევს. ახალგაზრდები განიცდნიან ქალაქში კულტურული, გასართობი ღონისძიებების დეფიციტს, სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე შიდა გზები მოუწესრიგებელია.
აღნიშნულ პრობლემებს ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ხონის ადგილობრივ თვითმმართველოში დასვამს, პრობლემები გაშუქდება ადგილობრივი მედიითაც, ვორკ-შოპზე მიღებული ცოდნა მათ ეფექტურ ადვოკატირებაში დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)