ბათუმის ამომრჩეველ ქალთა
კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ადვოკატირების ჯგუფი ცდილობს კლუბზე დასმული პრობლემები
ადგილობრივ თვითმმმართველობასთან თანამშრომლობით მოაგვაროს. ბოლო შეხვედრა მნიშვნელოვანი გამოდგა მათთვის, მონაწილეებმა
ინტერესით მოისმინეს ვორკშოპი, რომელიც პრაქტიკული ადვოკატირების თემას ეხებოდა. შეისწავლეს
ის გზები და მეთოდები, რასაც პრაქტიკაში - პრობლემების მოგვარებისას გამოიყენებენ...
კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა
კიდევ ერთხელ დასვეს სხვადასხვა სახის პრობლემები. მათ შორის გლობალურიც - რომელიც
თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ეკომიგრანტებს და აფხაზეთიდან დევნილებს ეხებოდა.
ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა
ღნიშნეს, რომ ამ საკითხს აუცილებლად დასვამენ ადგილობრივ მთავრობასთან, იმ შემთხვევაში
თუ ბიუჯეტში ვერ მოხერხდა თანხების გამოყოფა, მაშინ ლობირების მიზნით ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვდებიან.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED) |