ქუთაისის ცენტრალური პარკი. მზიანი შუადღე.
შეყვარებული წყვილები. გოგონებისა და ბიჭების ამაღლებული განწყობა. გაზაფხულის
სურნელი, ვარდები, ყოჩივარდები, იები...
ამ იდილიაში - ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრი ძალადობის ამსახველი სცენით... და
ფონდის თანამშრომლები წითელი ბუშტებით...
ასეთი უჩვეულო აქციით აღნიშნა
სიყვარულის დღე ფონდმა.
წარმოდგენამ სადისკუსიოდ განაწყო პარკში შეკრებილები. მათ მოიწონეს აქციის
არსი და მოწოდება: ძალადობა ბოროტებაა! სიყვარული - ძალადობის გარეშე! |