- რას ნიშნავს სამოქალაქო აქტივიზმი, აქტიური მოქალაქე; როგორ ხდება სამოქალაქო ინიციატივების ფორმირება და შემდგომში მისი პრაქტიკულად განხორციელება - ძირითადად ამ საკითხებზე იყო აგებული ორდღიანი სატრენინგო პროგრამა, რომელშიც მონაწილებდნენ აქტიური, ლიდერი ქალები დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქიდან (ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ხონი, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი).
განსახილველი თემა მონაწილეებისთვის შედარებით ახალი იყო. მაგრამ არ გასჭირვებიათ სამოქალაქო აქტივიზმის პოზიტიური შედეგების განსაზღვრა.
განსაკუთრებით საინტერესო იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც ჯგუფებში გაგრძელდა: თითოეულმა ჯგუფმა საკუთარ ქალაქებში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, რეალობის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბეს ინიციატივები და დასახეს გზები მათ განსახორციელებლად. შეიმუშავეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო აქტივისტების თანამშრომლობის სტრატეგია.
- მივდივარ დადებითად დამუხტული. იმედი მაქვს, ჩემს ქალაქში რაღაცის სასიკეთოდ შეცვლას შევძლებ.
- შევეცდები მიღებული ცოდნა გამოვიყენო პრაქტიკაში, საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად.
-ასეთი იყო მონაწილეთა შეფასება. ისინი მიიჩნევენ, რომ გაიზარდა მოტივაცია, - იყვნენ უფრო აქტიურები. რადგან მათ ირგვლივ არსებული რეალობის პოზიტიური ცვლილება მოქალაქეების აქტიურობას, მათ მიერ საზოგადოებისათვის გაღებულ წვლილს ეფუძნება.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. |