ლიდერი გოგონების შესარჩევად ფონდმა „სოხუმმა" მორიგი ტრენინგი ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩაატარა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში, ინტერაქტიულ სავარჯიშოებსა თუ როლურ თამაშებში.
- ჩვენში გაიღვიძა ინტერესმა, უფრო მეტად ვიყოთ აქტიურები. დღევანდელმა დღემ საშუალება მოგვცა მოგვეხსნა კომპლექსები და საკუთარი თავი წარმოგვეჩინა.
- მართალია ლიდერთა სკოლაში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ ის ინფორმაციები, რომელიც დღეს მივიღეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია: დისკუსიაში ჩართვის და საკუთარი აზრის გამოთქმის გამოცდილება შევიძინეთ. - ასეთია მონაწილეთა შეფასება.
სულ მალე, ტრენინგიდან ოთხი მონაწილე ლიდერთა სკოლის წევრი გახდება. დანარჩენები სხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებში დაკავდებიან.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |