ფონდი „სოხუმის" ინიციატივით მომზადდა წინადადებები შრომის კოდექსში ცვლილებების შესატანად, რომელიც ქალთა უფლებების დაცვისაკენ არის მიმართული.
ზუგდიდში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე აღნიშნულ წინადადებებს გაეცნენ.
მსმენელებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული წინადადებები და თავიანთი მოსაზრებებიც დააფიქსირეს:
-შვილად აყვანის პერიოდში შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს 265 დღემდე - ინგა არჩაია, ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორი.
-შრომითი ხელშეკრულების ფორმა არ უნდა იყოს ზეპირი, არამედ - წერილობითი - ქეთევან გამსახურდია, ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორი.
იმავე შეხვედრაზე კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ვორკ-შოპი თემაზე :ეფექტური ადვოკატირება. კლუბის წევრები პრობლემების მოგვარების გზებსა და მეთოდებს გაეცნენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |