- ტრენინგის პროგრამა ეფექტურად იყო შედგენილი, ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი თავი პოზიტიურად წარმოეჩინა.
- ნაცნობი თემები განსხვავებულად, გენდერული კუთხით განვიხილეთ. თითოეული სავარჯიშოს შემდეგ ანალიზს ჩვენ თვითონ ვაკეთებდით, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო.
- თავიდანვე თბილი, მეობრული გარემო შეიქმნა. სრულიად უცხო ადამიანები თითქმის დავმეგობრით.
- ასეთი შეფასებები გაკეთდა მონაწილეთა მხრიდან ერთდღიანი ტრენინგის ბოლოს. ლიდერ გოგონათა შესარჩევი ტრენინგი ამჯერად წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა.
გოგონები თვლიან, რომ ამ ერთმა დღემ მათზე უკვე მოახდინა გავლენა. გათავისუფლდნენ ყოველგვარი კომპლექსებისგან. საკუთარ თავს სხვა მხრიდან შეხედეს და უფრო თვითდაჯერებულები გახდნენ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |