ლიდერთა სკოლისთვის შესარჩევი
ტრენინგების ციკლი დაიწყო. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა პირველ ტრენინიგს
უმასპინძლა. ერთდღიანი პროგრამა რომლის თემატიკაშიც შედიოდა ქალთა ლიდერობა,
კომუნიკაციის საფუძვლები, კონფლიქტის არსი, მონაწილეებისთვის საინტერესო გამოდგა.
სხვადასხვა სახის როლურმა თუ ჯგუფურმა სავარჯიშოებმა, ინტერაქტიულმა გამოკითხვამ,
დისკუსიებმა გოგონებს მისცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობები სრულად
წარმოეჩინათ.
ტრენერთა საერთო
შეფასებით საინტერესო კონტიგენტი შეიკრიბა. მონაწილეებმა შეძლეს საკუთარი თავის წარმოჩენა.
ჯგუფში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე აქტიური, ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეული
გოგონა, რომლებიც, სავარაუდოდ, მომდევნო ეტაპის გავლის შემდეგ, ლიდერთა სკოლაში
მოხვდებიან.
შესარჩევი ტრენინგები
გრძელდება. მომდევნო ქალაქი წყალტუბოა.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
|