ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა რეგიონის პრობლემებზე, მათ ადვოკატირებასა და ლობირებაზე ისაუბრეს - ქალბატონები მიიჩნევენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკონონმდებლო ცვლილებებია საჭირო.
- ამომრჩეველ ქალთა კლუბის საქმიანობას დადებითად აფასებს ხობის საკრებულოს წევრი -ლაშა ცატავა - ის აღნიშნავს, რომ ქალთა კლუბთან დიდი ხანია თანამშრომლობს. „ქალები, ამ შეხვედრებზე პრობლემების გადაჭრის გზებზეერთობლივად მსჯელობენ. ჩვენ, მამაკაცებმა უნდა ვიცოდეთ, როგორია მათი ხედვა, რომელი საკითხი უფრო პრიორიტეტულია».
- მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემასაც შეეხნენ.
აღინიშნა, რომ საჭიროა მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა, საკუთარი უფლებების, კანონისა და სხვა დოკუმენტების გაცნობა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)