ბათუმში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა- ნაზიბროლა ქობულაძემ, რომელიც ბათუმის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა,განათლების,კულტურის სპორტის და ტურიზმის კომისიის წევრია ადგილობრივი ბიუჯეტის და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
მის მიერ წამოყენებული ინიციატივა - ბათუმში მცხოვრები ქალებისთვის უფასო მშობიარობის უზრუნველყოფა - ჯერჯერობით განხილვის პროცესშია, რათა მოხდეს ქალაქის ბიუჯეტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბათუმის კლუბში შექმნილმა ადვოკატირების ჯგუფმა, საკრებულოს წევრს გააცნო კლუბზე განხილული პრობლემები, რომელთა შორისაასატრანსპორტო შღავათები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზის გადამოწმების აუცილებლობა, ქალაქის ბიუჯეტში სოციალური საკითხების მეტი გათვალისწინება.
„სწორედ ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა" - განაცხადა ქ-მა ნაზიბროლამ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)