მთავარი »
2014 » იანვარი » 30 » აქტუალური საკითხების განხილვა - იურისტთან ერთად
17:28 აქტუალური საკითხების განხილვა - იურისტთან ერთად |
| ფონდი „სოხუმის" იურისტმა იანვარში
მოაწყო ექვსი შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილებთან. შეხვედრაში
მონაწილეობა მიიღო 19-დან 65 წლამდე ქალებმა და მამაკაცებმა. იურისტმა გასცა კონსულტაციები
სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე - დამსწრეთა ძირითადი ინტერესი გამოიწვია დევნილთა
შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებებმა - კანონპროექტმა, განსახლების კრიტერიუმებმა,
სახელმწიფო სტრატეგიამ, რომლის მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი
საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.
შეხვედრის მონაწილეებისთვის აქტუალური
იყო აგრეთვე განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის
საკითხები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: კონსულტაციები |
ნანახია: 753 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |