შაბათი, 20.04.2024, 14:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

 

ქუთაისის 30-ე სკოლაში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენა. დამსწრეთა რაოდენობა რეკორდული იყო - 58 მოსწავლე და მასწავლებელი. გაიმართა 8 წარმოდგენა, რომლებშიც მაყურებელი აქტიურად ჩაერთო.

როგორც ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ აღნიშნა, საინტერესო და შთამბეჭდავია, რეკვიზიტების გარეშე, ნებისმიერ სივრცეში წარმოადგინო ასეთი რეალური სცენები.

ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრმა მიიღო მოწვევა, რათა წარმოდგენები ნახოს მთელმა პედკოლექტივმა და დანარჩენმა მოსწავლეებმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 749 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

 

„ძალიან მინდა, საწყის ეტაპზე საბავშვო ბაღები იყოს გენდერული განათლების კერა“, - აღნიშნა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ ირმა პეტრიაშვილმა საბჭოს მე-13 სხდომაზე.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის მიზნით, საბჭომ მოამზადოს პროექტი სკოლამდელ დაწესებულებებში  აღმზრდელთა გადამზადების კუთხით და წარადგინოს იგი თანადაფინანსებისთვის საკრებულოს სხდომაზე.   

დაადგინეს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარონ კვლევა, რამდენად არიან ინფორმირებულნი საბავშვო ბაღების დირექტორები, აღმზრდელები, ფსიქოლოგები სახელმწიფო სტანდარტების შესახებ სკოლამდელ დაწესებულებებში. 

განხილულ იქნა ქუთაისის სკოლებში ბულინგის პრობლემის გამწვავების საკითხი   და მოაზრებულ იქნა იდეები მისი პრევენციისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

რადიო „ძველი ქალაქის“ ეთერით სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ამსახველი სიუჟეტი გავიდა. გაშუქდა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც ეწევა სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით - მათ შორის სენაკში მცხოვრები დევნილთა ჯგუფების საყოფაცხოვრებო პირობების, ფართების დაკანონების საკითხები.

რადიოსიუჟეტმა იმ პროექტზეც მოგვითხრო, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ახორციელებენ სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერული განათლების კუთხით. ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე გამოიკვეთა აღზრდის კუთხით არსებული პრობლემები, ბავშვთა მიმართ ძალადობის ფსიქო-სოციალური ასპექტები.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს პროექტის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებზეც. ითქვა, რომ პროექტის აქტუალურობა კიდევ უფრო გამოიკვეთა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 774 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

ტელეკომპანია „რიონის“ ეთერში გასული სიუჟეტი ქუთაისის დევნილთა საცხოვრებლებზე - სამი კოლექტიური ცენტრის შესახებ მოგვითხრობს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საწარმოს კოლექტიურ ცენტრში საგანგაშო მდგომარეობაა. ფანჯრებს არა აქვს მინები, დაბზარულია ჭერი, აყრილია იატაკი. მეორე სართულზე 60 ადამიანისათვის მხოლოდ ერთი პირობითად სველი წერტილი და საპირფარეშოა.

დევნილები პრეტენზიებს გამოთქვამენ განსახლების კრიტერიუმების მიხედვით მინიჭებულ ქულებთან დაკავშირებით, ითხოვენ ახალ ალტერნატიულ ფართს.

მეორე კოლექტიური ცენტრი, რომელიც „რიონის“ კამერაში მოხვდა, ჭომაში მდებარეობს. ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობის ძირითადი პრობლემაა გადახურვა. მცხოვრებლები ითხოვენ გადახურვას თანადაფინანსებით.

სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ მესამე კოლექტიურ ცენტრში „აფხაზეთი“. აქ შენობის ჭერი ავარიულ მდგომარეობაშია, წვიმის დროს კი კედლები სველდება.

 

სიუჟეტი მომზადდა ფონდი „სოხუმის“ კოალიციური პროექტის „ქ. ქუთაისში განსახლებული იგპ-თა ჩართვა მუნიციპალურ 2015 წლის ბიუჯეტის განხილვასა და ადვოკატირების პროცესში თავიანთ სპეციფიკურ მოთხოვნათა გათვალისწინების მიზნით“ ფარგლებში.

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 698 | დაამატა: admin | თარიღი: 15.02.2015

 

ქუთაისის ცენტრალურ პარკში ჩატარდა აქცია ძალადობის წინააღმდეგ „1 მილიარდი ამბოხებული“.

სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა: ფორუმ-თეატრმა,  ქუთაისის  ახალგაზრდულმა კლუბმა,  მოხალისეებმა.

ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა.

ეს იყო კიდევ ერთი მესიჯი არაძალადობრივი საზოგადოების განვითარებისა და გენდერული ბალანსისათვის საქართველოში.

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 14.02.2015

 

დაიწყო  განხორციელება პროექტისა „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“. უკვე ჩატარდა 7 საინფორმაციო შეხვედრა  ქუთაისის ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების მე-7, მე-9, მე-10, მე-18, 28-ე, 33-ე და 34-ე საბავშვო ბაღების პედაგოგებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან.

ინფორმაციული შეხვედრების შედეგად საბავშვო ბაღების  აღმზრდელებმა გააცნობიერეს აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის აუცილებლობა და გამოთქვეს სურვილი, აღსაზრდელთა მშობლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთონ მსგავს შეხვედრებსა და ტრენინგ-სემინარებში.

პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ჩეხეთის არასამთავრობო ორგანიზაცია NESEHNUTI-ის (დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა) მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 13.02.2015

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისათვის და საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში მობილიზებული ახალგაზრდებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „პროექტის დიზაინი და მართვა“. 

ტრენინგი მონაწილეების აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობდა. მონაწილეთა დიდი მოტივაციის შედეგად ის საპროეტო იდეები რაც საბჭოს წევრებს ქონდათ, ტრენინგის ბოლოს პროექტებად ჩამოყალიბდა. თეორიული და პრაქტიკული მასალის შერწყმამ ტრენინგის თემატიკა მისაწვდომი და მარტივად აღსაქმელი გახადა მონაწილეებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | თარიღი: 12.02.2015

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0