ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:51
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

ტრადიციული შეხვედრა ოზურგეთის მედიის წარმომადგენლებთან ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა. ძირითადი აქცენტი გაკეთდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაზე, ინიციატივებზე. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა ლალი სიჭინავამ შეკრებილებს მოუთხრო პროექტზე  „ახალგაზრდები გენდერული პოლიტიკის მხარდასაჭერად“. პროექტი ქალაქის სკოლებში განხორციელდა და ახალგაზრდული ფორუმით დასრულდა. სულ მალე, საკრებულოს მხარდაჭერით, მუშაობა გაგრძელდება სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს უფრო მეტი ახალგაზრდის გენდერული ცნობიერების ამაღლებას და გააქტიურებას.

ოზურგეთელი ჟურნალისტები კვლავაც მზად არიან, გააშუქონ გენდერული საბჭოს აქტიური საქმიანობა, ადგილობრივი პროექტების მიმდინარეობა და საზოგადოებას დაანახონ მიღებული შედეგები.

იმ საღამოსვე ჩვენი პარტნიორი ტელეარხის „გურიის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ამ შეხვედრის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 739 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2015

 

20 თებერვალს ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლაში მოეწყო შეხვედრა „თაობათა დიალოგი“ - მწერალთა კავშირის წევრს, სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის და აიპ აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების დამფუძნებელს, ქ .ბათუმის საკრებულოს წევრს, პროფესორ რამაზ სურმანიძესა და  სკოლის უფროსკლასელებს შორის. შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე.

შეხვედრამ ემოციურად, საინტერესო დისკუსიებით ჩაიარა და თაობათა შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის, კულტურული დიალოგის აუცილებლობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა.

„შეიძლება, ამდენი სითბო, სიყვარული საკუთარ ოჯახშიც კი ვერ მივიღოთ“ -ასე აღწერა თავისი განწყობა ერთ-ერთმა მოზარდმა.

ბატონმა რამაზმა სკოლის ბიბლიოთეკას თავისი წიგნები გადასცა საჩუქრად.
შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა მოახსენეს ლამაზი და საინტერესო  დღისათვის!

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | თარიღი: 20.02.2015

 

16-18 თებერვალს №№1, 11, 13, 23, 30 საბავშვო ბაღებში პროექტის „ადგილობრივი ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა გენდერულ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში“ ფარგლებში ჩატარდა  საინფორმაციო შეხვედრა  (პროექტს ახორციელებს ფონდი „სოხუმი“ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთან ერთად ჩეხეთის დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობის NESEHNUTI მხარდაჭერით).

ჩატარდა 12 საინფორმაციო შეხვედრა: თითო შეხვედრა ქუთაისის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თითო ბაღში ხელმძღვანელებთან, აღმზრდელებთან, მეთოდისტებთან, აღსაზრდელთა მშობლებთან. შეხვედრებზე მონაწილეებმა დააფიქსირეს საბავშვო ბაგა-ბაღების პრობლემები და საჭიროებები, გააცნობიერეს აღზრდის პროცესში გენდერული კომპონენტების დანერგვის აუცილებლობა.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 18.02.2015

 

კოკის სკოლაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 15 მოსწავლე.

საქართველოში გენდერული საზოგადოების განვითარების თემაზე საუბრისას  მონაწილეებმა საინტერესო პარალელები გაავლეს ტრადიციებთან და თანასწორუფლებიანი საზოგადოების შექმნასთან დაკავშირებით.

აქაური მოსწავლეები აქტიურები და კრეატიულები არიან, განსაკუთრებული  დამოკიდებულება აქვთ უფროსი თაობის მიმართ და ამიტომაც გამოიჩინეს ინიციატივა: 30 მოხალისემ  დედის დღე - 3 მარტი მიულოცოს სოფელ კოკის ქალბატონებს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 689 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2015

 

სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდა 21 დევნილი და 12 ადგილობრივი ქალბატონი, აგრეთვე 16 ახალგაზრდა 25 წლამდე.

საუბრის თემა: საკუთარი თავისა და სხვების შეცნობა. როგორ გვესმის ჩვენი თავის, საკუთარი რეაქციები, ემოციები, ყოველ ახალ სიტუაციაში თავის  შეცნობის ნიჭი.

შეასრულეს სავარჯიშო „საკუთარი თავის დამახასიათებელი 20 სიტყვა“. ფსიქოლოგმა ამოარჩია სიტყვები, რომლებიც ხშირად მეორდებოდა: დამჯერე, მორჩილი, ერთგული, ვაჟკაცური, ამტანი, გამტანი, მარჩენალი, დამთმობი, მშრომელი, დიასახლისი, თავმდაბალი, მომთმენი...

შეიქმნა ქალის ასეთი უჩვეულო პორტრეტი. გაოცების შემდეგ იყო თვითშეფასების განსჯა და საკუთარი თავის შეცვლის სურვილი. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 763 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2015

- მშვიდი ვარ, გაწონასწორებული, ვცდილობ კონფლიქტებს თავი ავარიდო, მაგრამ სულ მე მიწევს დათმობებზე წასვლა, ამიტომ ხშირად დათრგუნული ვარ.

- ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ამიტომ ხშირად ვეხვევი კონფლიქტში, ეს ჩემი ხასიათია და მიჭირს ემოციების გაკონტროლება.

ძირითადად, ასეთი მოსაზრებები დაფიქსირდა ქალებთან ჩატარებულ ვორკშოპებზე, წყალტუბოში, სენაკსა და ხურჩაში.

- როგორ ვმართოთ კონფლიქტები ისე, რომ არც მსხვერპლი გავხდეთ და არც მოძალადე - ვორკშოპებზე დისკუსიები ამ მიმართულებით განვითარდა და ბევრი საინტერესო მოსაზრებები გამოიკვეთა. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ საკუთარ თავს ცუდად იცნობენ, არასოდეს უფიქრიათ იმ უარყოფით თვისებებზე, რომლებიც განსაკუთრებით კონფლიქტურ სიტუაციებში იჩენს თავს.

მონაწილეებმა მიიღეს საჭირო ინფორმაციები, როგორ მართონ კონფლიქტები, რა სტრატეგიებს მიმართონ, რომ მათ განვითარების საშუალება არ მისცენ. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 17.02.2015

 

16 თებერვალს ფონდი „სოხუმის“ იურისტი შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილთა ერთ ჯგუფს. მათ მთავარ პრობლემას წარმოადგენს გაზიფიკაცია და საცხოვრებელი ფართების დაკანონება. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა საკითხზე.

შედგა აგრეთვე შეხვედრა ადგილობრივ მოქალაქესთან, რომელმაც ჩვენს ორგანიზაციას მიმართა იურიდიული დახმარებისათვის პირად საკითხებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 788 | დაამატა: admin | თარიღი: 16.02.2015

« 1 2 3 4 5 6 7 ... 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0