სამშაბათი, 23.04.2024, 15:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » მასალის არქივი

 ხონის კოლექტიურ ცენტრში გაჭიანურებული და დაუმთავრებელი სარემონტო სამუშაოები. მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია,  ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე ბავშვებში - ამ და სხვა პრობლემების განხილვით დაიწყო მუშაობა ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა, რომლის წევრებიც არიან დევნილი ქალები, პედაგოგები, იურისტები და სხვა პროფესიის ქალბატონები.

კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზეც იმუშავებენ, რათა სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი ლობისტი ჰყავდეთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1348 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010

 ფონდ „სოხუმში" გოგონათა კლუბის „მინდა ყველაფერი ვიცოდე აფხაზეთზე" წევრები შეიკრიბნენ.  მონაწილეები გაეცნენ აფხაზეთის გეოგრაფიას, ქალაქებს, რაიონებს.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დევნილი ქალები გალიდან, გულრიფშიდან, ოჩამჩირიდან, გაგრიდან, ტყვარჩელიდან, რომლებმაც საკუთარი ქალაქის ისტორიაზე მოუთხრეს ახალგაზრდებს.

კლუბის მუშაობას განსაკუთრებული ელფერი შეჰმატა სოხუმიდან ჩამოსული აფხაზი ქალის სტუმრობამ, რომელმაც გულისტკივილით ისაუბრა კონფლიქტის შედაგად შეწყვეტილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შედეგებზე, იმედი გამოთქვა, რომ ისევ ხალხის ძალისხმევით უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის აღდგენა.

შეხვედრას ესწრებოდა Kvinna till Kvinna-ს კოორდინატორი საქართველოში ანიკა კარლსონი.
 
 პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1472 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010

როცა ადამიანი ბრაზობს, ის საკუთარ სულში არ უშვებს სიკეთეს, სავსეა აგრესიით, უარყოფითი ენერგიით, ეს ყველაფერი შიგნიდან ანგრევს მის შინაგან სამყაროს." - ამბობენ ქალები ფსიქოლოგის შეხვედრებზე.

„ისწავლეთ საკუთარი სხეულისათვის სიკეთისა და სიყვარულის გაგზავნა, - ურჩევს მათ ფსიქოლოგი.

იანვრის თვეში ფსიქოლოგმა 12 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა. ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა 86 დევნილმა ქალმა გაიარა ფსიქორებილიტაცია.   

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1229 | დაამატა: admin | თარიღი: 28.01.2010

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიაში უმასპინძლა.

გიმნაზიის დირექტორმა და კლუბის ლიდერმა  ქალბატონმა მანანა ნაჭყებიამ მოწვეულ სტუმრებს საშობაო ზეიმი მოუწყო.

გიმნაზიის მოსწავლეებმა სცენაზე საშობაო რიტუალი შეასრულეს. დამსწრეთ შესაძლებლობა მიეცათ ენახათ ფილმი,  გიმნაზიაში პატრიარქის ვიზიტზე. გაცნობოდნენ საშობაო ეპისტოლეს.

მეორე ნაწილში კლუბი საქმიან რეჟიმში გადავიდა. მონაწილეები გაეცნენ კლუბის მუშაობის სამოქმედო  გეგმას. მორიგ შეხვედრაზე ზუგდიდში მოქმედი  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალების მოწვევაა დაგეგმილი.

 
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1319 | დაამატა: admin | თარიღი: 27.01.2010

26 იანვარს, ქალაქ ფოთში, საკრებულოს საააქტო დარბაზში შედგა შეხვედრა, რომელზეც შეიკრიბნენ ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიების, მას-მედიის წარმომადგენელი ქალები. შეხვედრა შედგა პროექტის -  "საზოგადოების ინფორმირება კვლევის "დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” გარშემო,  რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო განგაში” აფინანსებს. ეს პროექტის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრა იყო.

შეხვედრის ორგანიზატორებს აქვთ მიზანი, გააცნონ მონაწილეებს ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევები და საკითხის ირგვლივ  საზოგადოებრივი დისკუსიების შედეგები კი თვალსაჩინო გახადონ სპეციალისტებისა და სახელისუფლებო სტრუქტურებისათვის.

ფოთში გამართულმა შეხვედრამ ქალთა  სხვადასხვა ჯგუფების დამოკიდებულება განსაზღვრა ომის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულებისა და ამ ხელშეკრულებით გასათვალისწინებელი პირობების მიმართ.   

მონაწილეთა პოზიციით, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზას ალტერნატივა არა აქვს, ამ გზაზე კი აუცილებელია არსებობა ხელშეკრულებისა, რომელიც განსაზღვრავს მხარეების ვალდებულებას, არ გამოიყენონ ძალა, დაიცვან ადამიანის უფლებები და ა.შ.

რა რისკებთან არის დაკავშირებული საქართველოსთვის ამ ხელშეკრულების დადება; ვინ უნდა იყვნენ მისი შესრულების გარანტები; რომელი მხარეები უნდა მოვიაზროთ მთავარ სუბიექტებად; რომელია ის პირობები, რომლებიც აუცილებლად  უნდა ჩაიდოს ხელშეკრულებაში; რა წინადადებები, რეკომენდაციები აქვთ მათ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხში - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომელთა ირგვლივ გაიმართა დისკუსიები. 
 
 პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1269 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010

 ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში სამი შეხვედრა ჩატარდა. იურიდიული კონსულტაციები მიიღეს სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, სხვადასხვა ასაკის დევნილმა ქალებმა.

იურისტი აღნიშნავს, რომ დევნილთათვის აქტუალურია განსახლების პრობლემა, ამიტომაც ისინი ძირითადად ამ საკითხებზე ითხოვენ კონსულტაციებს. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია სოციალური საკითხები, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები. პენსიონრები ითხოვენ კონსულტაციებს დევნილთათვის სამუშაო სტაჟის აღდგენის წესებზე.

მოსწავლეები , სტუდენტები იურისტისგან საკუთარ უფლებებზე და იმ იურიდიულ დოკუმენტებზე იღებენ ინფორმაციებს, რომელიც უფლებათა დაცვას ემსახურება.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 1419 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010

- ქალთა უფლებები და მისი როლი მშვიდობის მშენებლობაში, რეზოლუცია 1325 - ამ და სხვა საკითხების განხილვით დაიწყო წყალტუბოში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან შეხვედრა.

„რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის თემები, რომელიც შეხვედრებზე განიხილება, საჭირო და მნიშვნელოვანია, რადგან გოგონებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა საკუთარ უფლებებზე, უნდა იცოდნენ რა სახის კანონები არსებობს, რათა ეს ყველაფერი შემდეგ პრაქტიკულადაც გამოიყენონ", - ეკა ქვაჩახია.

მონაწილე გოგონები თვლიან, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  გოგონათა ინფორმირებას საკუთარ უფლებებზე და შეამცირებს ძალადობის ფაქტებს.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1298 | დაამატა: admin | თარიღი: 26.01.2010

« 1 2 ... 246 247 248 249 250 251 252 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0