შაბათი, 27.04.2024, 13:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 30

რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში თვითშეფასება და რისგან შედგება ის. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ სხეულს (ჯანმრთელობა, კვება, სამოსი, დასვენება), ემოციებს (მეგობრობა, ურთიერთობები), ინტელექტს (ცოდნის შეძენის მოთხოვნილება, გაცემისა და გაზიარების ნიჭი, მიზნის დასახვა), სულიერ ნაწილს (საკუთარ თავთან თანხმობა, სიყვარული).

ივლისში ქალთა მხარდაჭერის ექვსივე ცენტრში საუბრების მთავარი თემა სწორედ „თვითშეფასება" იყო.

შეხვედრების მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ ოთხივე შემადგენელი მნიშვნელოვანია. მაგრამ ქალები ბევრ რამეში შეზღუდულები არიან... არა აქვთ სახსრები ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ განათლების მიღებისთვის.

- ჩვენ თითქმის არ ვისახავთ დიდ მიზნებს. უბრალოდ არც ვხედავთ მათ, რადგან არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, - აღნიშნა ბევრმა ქალმა.

მაგრამ მონაწილეთა შორის იყვნენ ოპტიმისტებიც, მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციიდან და უკეთესის იმედით ცხოვრობენ. ისინი კარგი მაგალითის მიმცემნი არიან სხვებისათვის. ამას ემატება ფსიქოლოგის რჩევაც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და აიმაღლო თვითშეფასება...


    ივლისში ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა (მონაწილეობდა 18-დან 65 წლამდე ასაკის 71 ქალი).

ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ხონის, წყალტუბოსა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი ფსიქოლოგებმა ჩაატარეს თითო ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური შეხვედრები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 866 | დაამატა: admin | თარიღი: 30.07.2013

ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრში თვის განმავლობაში 6 შეხვედრა ჩატარდა 93 ახალგაზრდის მონაწილეობით. ბოლო დროს გოგონებთან ერთად ბიჭებიც გამოთქვამენ ინტრესს შეხვედრების მიმართ.

ახალგაზრდები დააინტერესა ივლისში განხილულმა თემებმა: ეთიკა, ესთეტიკა, სქესობრივი აღზრდა.

შეხვედრების ბოლო თემა ზოგისთვის აქტუალური აღმოჩნდა, ზოგისთვის კი - მიუღებელი. თუმცა ერთ-ერთ ცენტრში ერთი გოგონას ნაამბობმა ყველა ჩააფიქრა: გოგონა დიდხანს ავადმყოფობდა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბოლოს გინეკოლოგთან ურჩიეს მისვლა. მშობლები აღშფოთდნენ, ქალიშვილს გინეკოლოგთან რა ესაქმებაო, მაგრამ მერე წაიყვანეს. გოგონას საკვერცხის კისტა აღმოაჩნდა.

ეს მაგალითი ნათლად მოწმობს იმას, რომ არ შეიძლება სტერეოტიპული მიდგომა სქესობრივი აღზრდის საკითხის მიმართ. საჭიროა ახალგაზრდებს ჰქონდეთ მათთვის აუცილებელი ინფორმაცია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 30.07.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0