ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 16

პანელური დიალოგი ფონდი „სოხუმის" სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც, რამდენიმე თვეა, კლუბის სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფის მიერ ხორციელდება და მასში სულ უფრო მეტი ადამიანი და სამსახური ერთვება.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში მიმდინარე არაერთგვაროვანი პროცესები გარკვეულწილად აფერხებს სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებას, მაგრამ მთლიანობაში, ადგილობრივი პოლიტიკა კეთილგანწყობილია კლუბის საქმიანობის მიმართ და მათი ინიციატივებიც -  მთლიანად მხარდაჭერილი. ამ ეტაპზე გამოყოფილია მანქანა და საწვავი ნოქალაქევის აქციის ჩასატარებლად, მობილიზებულია ადმინისტრაციული რესურსები. 

როგორც კლუბის წევრები აღნიშნავენ, ინიციატივაში ჩართული ადამიანების ძალისხმევა უნაყოფოდ არ იკარგება: „ჩვენს მიერ დასმული საკითხი, რომ თავიდან ავირიდოთ ქალაქის გამწვანების ზოლების საქონლის მიერ განადგურება, გადაწყვეტილია. ქალაქის ხელმძღვანელობამ მცირე, მაგრამ საკმაოდ ეფექტური ჯარიმები დააკისრა საქონლის მეპატრონეებზე და მოსახლეობა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება მწვანე საფარის მოვლის საკითხს".

„ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ინიციატივის ფარგლებში ქალაქის აგრარულ ბაზარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების საკითხი შევისწავლოთ და პატარა კამპანიაც ჩავატაროთ, მოვაჭრეებს მივაწოდოთ ინფორმაცია გარემოსდაცვით და საკვების უვნებლობის საკითხებზე", - ამ წინადადებით გამოდიან ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდები.

ინიციატივის მიმდინარეობაზე საკმაოდ საინტერესო სტატიები დაიწერა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" ჟურნალ „ქალთა ხმასა"  და ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდება.

ყველაზე თვალსაჩინო არის ის, რომ საზოგადოებაში თანდათანობით პოპულარული ხდება გარემოსდაცვითი თემა, ეკოკულტურა, რაც კლუბის წევრებს ძალიან ახარებთ.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 16.07.2013

სოფლის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთათვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „პრაქტიკული ადვოკატირება". ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელებმა ქალბატონებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ეტაპები გააცნეს - როგორ უნდა გამოიყოს უამრავი პრობლემური საკითხიდან ყველაზე საშური და პრიორიტეტული, როგორ შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მისი მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ გზებს და მეთოდებს განსაზღვრავს.

ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპის მიმდინარეობაში, გულახდილად ისაუბრეს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე. მათი თქმით, სოფლის სიმინდის ყანებს მატლების გამო განადგურება ემუქრება, ამიტომ ეს ფართობები სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. იქვე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გამოიყო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

მეორე პრობლემად სოფელში ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა დასახელდა: - თანამედროვე მიღწევების ფონზე, სამწუხაროა, რომ სოფელში არა გვაქვს ინტერნეტი...

აღინიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. ამ მიზნით, ქალბატონები განცხადებით მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს. მათი აზრით, ვორკშოპზე მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უკეთ შეძლებენ თავიანთი პრობლემების გადაჭრას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 16.07.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0