რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში
თვითშეფასება და რისგან შედგება ის. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ სხეულს (ჯანმრთელობა,
კვება, სამოსი, დასვენება), ემოციებს (მეგობრობა, ურთიერთობები), ინტელექტს (ცოდნის
შეძენის მოთხოვნილება, გაცემისა და გაზიარების ნიჭი, მიზნის დასახვა), სულიერ ნაწილს
(საკუთარ თავთან თანხმობა, სიყვარული).
ივლისში ქალთა მხარდაჭერის ექვსივე
ცენტრში საუბრების მთავარი თემა სწორედ „თვითშეფასება" იყო.
შეხვედრების მონაწილენი შეთანხმდნენ,
რომ ოთხივე შემადგენელი მნიშვნელოვანია. მაგრამ ქალები ბევრ რამეში შეზღუდულები არიან...
არა აქვთ სახსრები ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა თუ განათლების მიღებისთვის.
- ჩვენ თითქმის არ ვისახავთ დიდ
მიზნებს. უბრალოდ არც ვხედავთ მათ, რადგან არ არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი, - აღნიშნა
ბევრმა ქალმა.
მაგრამ მონაწილეთა შორის იყვნენ
ოპტიმისტებიც, მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის პოულობენ გამოსავალს რთული
სიტუაციიდან და უკეთესის იმედით ცხოვრობენ. ისინი კარგი მაგალითის მიმცემნი არიან სხვებისათვის.
ამას ემატება ფსიქოლოგის რჩევაც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გიყვარდეს საკუთარი
თავი და აიმაღლო თვითშეფასება...
ივლისში ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში
ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა (მონაწილეობდა 18-დან 65 წლამდე ასაკის 71 ქალი).
ქუთაისის, სენაკის, ფოთის, ხონის, წყალტუბოსა და ხურჩის
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი ფსიქოლოგებმა ჩაატარეს თითო ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური
შეხვედრები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |