რადიო
"ძველი ქალაქის" ეთერით გავიდაფონდი „სოხუმის" რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა,
რომელიც ადგილობრივ
თვითმმართველობასთან ჩატარებული მუშაობის შესახებ მოგვითხრობს. რა
კუთხით არიან ჩართულები ადგილობრივი სტრუქტურები ოჯახში ძალადობის პრობლემის
მოგვარებაში, როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
სოციალურ სააგენტოებთან, სხვა სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის
მომენტებს, რა კონკრეტული ინიციატივები აქვთ პრობლემაზე რეაგირების კუთხით. გადაცემის
რესპონდენტები გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ თითქმის არ არის თავშესაფრები ოჯახში
ძალადობის სრულწლოვან მსხვერპლთათვის. ერთადერთი, რაც ხერხდება, არის მათი
განრიდება მოძალადისგან.
რაც შეეხება მოზარდებს, მათ ბავშვთა
სახლებში ანთავსებენ. საუბარი შეეხო ზუგდიდის გამოცდილებას, სადაც გამგეობა
თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ერთ-ერთი პროგრამით აკმაყოფილებს. მათ შორისოჯახში ძალადობის
მსხვერპლებიც არიან. ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთონ
ძალადობის შემთხვევების მართვაში და ამისთვის სათანადო კანონმდებლობის შექმნაში
საკუთარ მონაწილეობასაც საჭიროდ მიიჩნევენ. ფონდის
წარმომადგენლების მოსაზრებით, მესამე წელია, რაცადგილობრივ თვითმმართველობასთან ტარდება ტრენინგები
და წინსვლა აშკარაა. „თუ
პირველ ხანებში იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობდა და
მასზე რეაგირება საჭირო იყო, სადღეისოდ ბევრ მათგანს თავისი მცირე თუ უფრო დიდი გამოცდილება
აქვს ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარების
აღმოჩენასთან დაკავშირებით.
იძებნება რესურსები, რაც მთავარია, იზრდება პასუხისმგებლობა პრობლემაზე რეაგირების
კუთხით. მათი მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ინიციატივა ისმის. მათ
შორის იყო წინადადება, ჩატარდეს ტრენინგები ადგილობრივი ტერიტორიული მართვის
ორგანოების თანამშრომლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია პრობლემაზე
რეაგირების მექანიზმების შესახებ". პროექტიხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია) |