პანელური დიალოგი ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა
კლუბის ლიდერებმა სასიხარულო ინფორმაციით დაიწყეს.
ცენტრალური პარკის შემორაგვაზე გამოცხადებულ
ტენდერში გამარჯვებული დღე-დღეზე გამოცხადდება. ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხებიდან გამოთავისუფლებული
რესურსებით ერთი კი არა,
ორი საბავშვო ატრაქციონის დადგმა იგეგმება. რაც შეეხება ხონის შესასვლელში მდებარე
მინი-სკვერს, რომლის რეაბილიტაციისთვის იქაურმა მცხოვრებლებმა კლუბის ინიციატივის შემდეგ
თვითონაც დაიწყეს აქტიური კამპანია, გაცხადდა, რომ ხონის თვითმმართველობაში შესაბამისი
გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საბიუჯეტო თანხები - გამოყოფილი. თვითმმართველობაში
არ მალავენ, რომ ეს გადაწყვეტილება განაპირობა მოქალაქეების აქტიურობამ და მაღალმა მოტივაციამ,
თვითონაც მიიღონ მონაწილეობა სკვერის კეთილმოწყობაში.
„ხონის მაგალითზე აშკარად გამოჩნდა,
რომ მოქალაქეებთან თანამშრომლობას და სურვილს, შეასრულო საზოგადოების დაკვეთა, ჩართო
ისინი პრიორიტეტების განსაზღვრაში - არ სჭირდება სოლიდური ბიუჯეტი. მას სჭირდება აქტიური
მოქალაქეები და შესაბამისი ნება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან
- მიიღონ საზოგადოება, როგორც თვითმმართველობის თანამონაწილე," - ითქვა პანელურ დიალოგზე.
რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ინიციატივის
წევრები გამოთქვამენ სურვილს, კეთილმოაწყონ სკვერები, მოხდეს მათი გამწვანება. საქმეში
პარლამენტის დეპუტატებიც ჩაერთნენ და მათი დახმარებით ნარგავების მიღებას ელოდებიან.
გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კლუბის აქტივისტებმა პარკში და ქალაქის
ცენტრში ყვავილნარის, დეკორატიული მცენარეების დარგვის ღონისძიებები დაგეგმეს.
„ჩვენს ქალაქს დაეტყო, რომ თვითმმართველობაში
ქალები არ არიან. ბოლო სამი წელია, ქალაქში ყვავილი არ გვინახავს", - გულისტკივილით
აღნიშნეს ქალბატონებმა.
ადგილობრივ გაზეთში ინიციატივის განხორციელებისათვის
ჩატარებული მუშაობა აქტიურად შუქდება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |