მთავარი »
2013 » ივლისი » 30 » აქტუალური თემები ახალგაზრდულ შეხვედრებზე
19:47 აქტუალური თემები ახალგაზრდულ შეხვედრებზე |
| ქალთა მხარდაჭერის 6 ცენტრში თვის განმავლობაში 6
შეხვედრა ჩატარდა 93 ახალგაზრდის მონაწილეობით. ბოლო დროს გოგონებთან ერთად
ბიჭებიც გამოთქვამენ ინტრესს შეხვედრების მიმართ.
ახალგაზრდები დააინტერესა ივლისში განხილულმა თემებმა:
ეთიკა, ესთეტიკა, სქესობრივი აღზრდა.
შეხვედრების ბოლო თემა ზოგისთვის აქტუალური აღმოჩნდა,
ზოგისთვის კი - მიუღებელი. თუმცა ერთ-ერთ ცენტრში ერთი გოგონას ნაამბობმა ყველა
ჩააფიქრა: გოგონა დიდხანს ავადმყოფობდა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბოლოს გინეკოლოგთან
ურჩიეს მისვლა. მშობლები აღშფოთდნენ, ქალიშვილს გინეკოლოგთან რა ესაქმებაო, მაგრამ
მერე წაიყვანეს. გოგონას საკვერცხის კისტა აღმოაჩნდა.
ეს მაგალითი ნათლად მოწმობს იმას, რომ არ
შეიძლება სტერეოტიპული მიდგომა სქესობრივი აღზრდის საკითხის მიმართ. საჭიროა
ახალგაზრდებს ჰქონდეთ მათთვის აუცილებელი ინფორმაცია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt –
Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია) |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 912 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |