ხალხმრავალ შეხვედრაზე, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრებოდა
(მოსახლეობა, ოზურგეთის საკრებულოს, მერიის, გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის
წარმომადგენლები), სოფელ ექადიის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დაისვა.
ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს უხარისხო სასმელი
წყლის და გაურკვეველი ტარიფის გამო. ამიტომაც დაისვა არაერთი შეკითხვა: არსებობს თუ
არა ექადიის წყალმომარაგების პროექტი? არის თუ არა დასკვნა იმის თაობაზე, რომ წყალი
ვარგისია სასმელად?
შეკითხვებს ადგილობრივი სტუქტურების წარმომადგენლები პასუხობდნენ.
ითქვა, რომ 10 დღის განმავლობაში ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს და მოგვარებასაც
ეცდებიან.
შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ექადიის სოფლის კლუბის ორგანიზებით
მოეწყო. ექადიის ახალშექმნილი კლუბი უკვე აქტიურად მოქმედებს და იმდღევანდელი ხმაურიანი
შეხვედრა მასმედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის