პარასკევი, 26.04.2024, 22:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 22 » ადგილობრივი სტრუქტურების როლი ძალადობის პრევენციაში - რადიოგადაცემის თემა
19:42
ადგილობრივი სტრუქტურების როლი ძალადობის პრევენციაში - რადიოგადაცემის თემა

რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით გავიდაფონდიოხუმის" რადიოჟურნალისტის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც დგილობრივ თვითმმართველობასთან ჩატარებული მუშაობის შესახებ მოგვითხრობს.

რა კუთხით არიან ჩართულები ადგილობრივი სტრუქტურები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოგვარებაში, როგორ ხედავენ ისინი თავიანთ როლს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სოციალურ სააგენტოებთან, სხვა სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მომენტებს, რა კონკრეტული ინიციატივები აქვთ პრობლემაზე რეაგირების კუთხით. 

გადაცემის რესპონდენტები გულისწყვეტით აღნიშნავენ, რომ თითქმის არ არის თავშესაფრები ოჯახში ძალადობის სრულწლოვან მსხვერპლთათვის. ერთადერთი, რაც ხერხდება, არის  მათი  განრიდება მოძალადისგან. რაც შეეხება მოზარდებს, მათ ბავშვთა  სახლებში ანთავსებენ. საუბარი შეეხო ზუგდიდის გამოცდილებას, სადაც გამგეობა თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ერთ-ერთი პროგრამით აკმაყოფილებს. მათ შორისოჯახში ძალადობის მსხვერპლებიც არიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გამოხატავენ მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთონ ძალადობის შემთხვევების მართვაში და ამისთვის სათანადო კანონმდებლობის შექმნაში საკუთარ მონაწილეობასაც  საჭიროდ მიიჩნევენ.

ფონდის წარმომადგენლების მოსაზრებით, მესამე წელია, რაცადგილობრივ თვითმმართველობასთან ტარდება ტრენინგები და  წინსვლა აშკარაა.

„თუ პირველ ხანებში იმის მტკიცება გვიწევდა, რომ ეს პრობლემა რეალურად არსებობდა და მასზე რეაგირება საჭირო იყო, სადღეისოდ ბევრ  მათგანს თავისი მცირე თუ უფრო დიდი გამოცდილება აქვს  ძალადობის მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებთ. იძებნება რესურსები, რაც მთავარია, იზრდება პასუხისმგებლობა პრობლემაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ინიციატივა ისმის. მათ შორის იყო წინადადება, ჩატარდეს ტრენინგები ადგილობრივი ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია პრობლემაზე რეაგირების მექანიზმების შესახებ".

 

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 881 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0