კვირა, 20.10.2019, 22:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » იანვარი » 22

იანვრის თვეში ფონდი „სოხუმის" იურისტი ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში დევნილ ქალებს შეხვდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის თანახმად რას ითვალისწინებს საოჯახო სამართალი (ქორწინება).

ხონში ძირითადად ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფით და დადებით მხარეებზე, მოსალოდნელ რისკებზე.

ინტერესით მოისმინეს იურისტის კონსულტაცია - იურიდიულად რას ნიშნავს განქორწინება და რა პროცედურებს გულისხმობს.

ქუთაისში შეკრებილი აუდიტორია განსაკუთრებით განსახლების საკითხით დაინტერესდა. აღინიშნა, რომ არ ფლობენ ინფორმაციას რა შეიცვალა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დევნილთა სტრატეგიაში.

 წყალტუბოს მხარდაჭერის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია ქალბატონს, რომელიც დაინტერესებულია არასრულწლოვანი შვილებისათვის  ალიმენტის დანიშვნის საკითხით.

მონაწილეებმა სამივე შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ იურიდიულ კონსულტაციები ეხმარება მათ  პრობლემების სამართლებრივი გზით გადაჭრაში.

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 


კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 609 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.01.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0