წყალტუბოში ჩატარებულ ამომრჩეველ ქალთა კლუბზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს წევრები: ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა ბაბუნაშვილი და ამავე კომისიის წევრი ლევან ჩაქსელიანი.
საკრებულოს წევრებმა შეკრებილებს გააცნეს 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი. მათი თქმით, წლევანდელი ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ საკითხებზეა ორიენტირებული, რაც სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ადამიანებისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. ისაუბრეს ასევე იმ ერთჯერად დახმარებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისათვის.
კლუბის წევრებმა ადგილობრივ პრობლემებზეც ისაუბრეს. კერძოდ,წყალტუბოს ახალდასახლებაში რამდენიმე სახლის სახურავი შესაკეთებელია, ჩამოვარდნილია საწვიმარი მილები.
საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული სახლები უკვე გადასულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. რაც პრობლემების მოგვარებას უფრო გაადვილებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|