ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბი განსაკუთრებული აქტიურობით დაიწყო. შეკრებილები ინტერესით გაეცნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტს.
- დეტალურად განვიხილეთ ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: განათლება, ჯანდაცვა, კულტურა, სოციალური სფერო... მიგვაჩნია, რომ ბიუჯეტს უნდა იცნობდეს თითოეული მოქალაქე. თუმცა, საზოგადოება ამ მხრივ ნაკლებად ინფორმირებულია, - აღნიშნა კლუბის წევრმა ქეთევან ქადიეშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრთა უმრავლესობა, რომლებიც საზოგადოების აქტიურ ნაწილს წარმოადგენს, პირველად გაეცნო ბიუჯეტს. თუმცა, მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხშირად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და ინფორმაცია ქალაქის ბიუჯეტზე მათთვის არ იყო ახალი.
ადვოკატირების ჯგუფმა ერთხმად აღნიშნა, რომ ქალაქში ჯერ კიდევ გაურკვეველი პოლიტიკური მდგომარეობის გამო არ არის რეორგანიზაცია დამთავრებული, ამიტომაც კონკრეტული ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება. ჯგუფის წევრეი თვლიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|