- როგორი იქნება 2013
წლის ქუთაისის ბიუჯეტი, რა ცვლილებებია შეტანილი და ძირითადად რომელი სფეროები
იქნება პრიორიტეტული - ამ საკითხების განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი
ქუთაისში. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ
მიშველიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ მესხი, საიას
ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია.
კლუბის წევრებმა
საინტერესოდ განიხილეს ბიუჯეტის ის ნაწილი, რომელიც განათლებას, ჯანმრთელობისა და სოციალურ
დაცვას ეხება.
აღსანიშნავია,
რომ ქუთაისის ბიუჯეტი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, მაგრამ
ეს არ ასახულა სოციალურ პროგრამებზე.
შეხვედრის
მონაწილეებმა სხვადასხვა პრობლემებიც დასვეს განსახილველად. ადგილობრივ თვითმმართველობა მზად არის აქტიურად
ითანამშრომლოს ადვოკატირების ჯგუფთან არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
პროექტი
ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)
|