კვირა, 24.11.2024, 00:46
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » იანვარი » 18

ბათუმის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში შეკრებილი ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები თვითმმართველი ქალაქ ბათუმის 2013 წლის ბიუჯეტს გაეცნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის ბიუჯეტს არ იცნობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ამიტომ ამ შეხვედრას ინფორმირებულობის თვალსაზრისით დიდი დატვირთვა აქვს.

მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქალაქის ბიუჯეტის იმ ნაწილმა, რომელიც  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს შეეხება...

იმავე დღეს კლუბის წევრები ქალაქ ბათუმის  მერიის საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს ედნარ ნატარიძესაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ბაგა-ბაღებში არსებული მაღალი გადასახადის საკითხი დასვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის ადვოკატირების ჯგუფის წევრთა ინიციატივით, მახინჯაურის ტერიტორიაზე უნარშეზღუდული ბავშვებისათვის სპეციალური სკოლა გაიხსნა, სადაც პატარები ქარგვის, ქსოვის, კერვის ხელოვნებას დაეუფლებიან.

 კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აქტიური მუშაობით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლეის ადვოკატირებას მოახეხებენ ადგილობრივ ხელისუფლეასთან თანამშრომლობით.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1176 | დაამატა: moderatori | თარიღი: 18.01.2013


ახალი 2013 წელი წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ექვსივე ქალაქის მოლიზატორთა შეკრებით დაიწყო,რომელიც 18 იანვარს მოეწყო.

შეხვედრის მთავარი თემა იყო სამომავლო გეგმის შემუშავება ძალადობის მონიტორინგის თვალსაზრისით, ასევე ადვოკატირების ჯგუფის მუშაობა ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით. მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა სხვადასხვა იდეები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შემდგომი მუშაობისათვის.

შეიმუშავეს ექვსთვიანი სამუშაო გეგმა, რომელსაც ექვსივე ცენტრის მობილიზატორები შემდგომი მუშაობისას გამოიყენებენ.  


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 844 | დაამატა: moderatori | თარიღი: 18.01.2013

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0